• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცნაური ვირუსი სამმაგი მუტაციით – ” მას შეუძლია თავი აარიდოს ანტისხეულებს” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
15:55 04-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

კორონავირუსის ახალმა, ინდურმა შტამმა ადრე არსებული შტამები გააერთიანა – უცნაურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მეცნიერები ჯერ კიდევ თავს იტეხენ! – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა:

„ინდოეთში ერთი კვირის განმავლობაში შემთხვევების 90%-იანი ზრდაა. ამის მიზეზი მუტაციაა – ინდური ახალი შტამია, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ შტამმა ადრე არსებული შტამები გააერთიანა. მას შეუძლია უკვე გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ გუშინ საღამოს იყო ინფორმაცია და სამმაგი მუტაციის ვერსიაც კი აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მიიღოს ადამიანის უჯრედმა და ამავდროულად თავი აარიდოს ანტისხეულებს ანუ იმუნიტეტის ბარიერი გადალახოს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. უცნაურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მეცნიერები ჯერ კიდევ თავს იტეხენ!

ქვეყნების უმეტესობამ ჩაკეტა საზღვრები ინდოეთთან ანუ ყველა ქვეყანამ თქვა, რომ ისინი საკუთარ მოქალაქეს მიიღებენ, მაგრამ არავის მიიღებენ ინდოეთიდან და განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იქ. საქართველოში ინდოელი სტუდენტები ძალიან ბევრნი არიან, ამიტომ საქართველომაც უნდა გაატაროს იმავე ღონისძიება, რაც სხვა ქვეყნებმა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მყიფეა ჯანდაცვის სისტემა“

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების ნაწილი უკვე ღიად საუბრობენ საშიშ შტამზე და მთელი მსოფლიო შიშით უყურებს ინდოეთს, ამ დრომდე უცნობია, რას აპირებს საქართველო, რომლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირი გვიმტკიცებს, რომ “ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი”…

ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი – ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ინდურ შტამზე
თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

13:34 04-29-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved