• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს უნდა დაინახოს მელიამ, ისიც არის ხაფანგში აღმოჩენილი და მან უნდა ჩაჭრას “ოცნების” გეგმა – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:12 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი:

„შეიქმნა გარკვეული უხერხულობა, მელიას გათავისუფლების პროცედურასთან დაკავშირებით. აქ წავიდა ინტერპრეტაციები, გასაგებია რომ ეს ამნისტია მექანიზმად დასახელდა მელიას გათავისუფლების და ხელისუფლება ძალიან ვირეშმაკულად ამბობს, რომ მას ამნისტია არ სჭირდება.

სინამდვილეში ამას იმისათვის აკეთებს, რომ დამნაშავე მელია რაიმენაირად გამოვიდეს იქიდან. სინამდვილეში გასაგებია, რომ ამნისტია ხელისუფლების ინტერესებშია, მათი მხრიდან ამაზე დათანხმება მოხდა იმ მიზნით, რომ ჯერ ერთი სამართალწარმოება უჭირთ ამ მომიტინგეების მიმართ. იქ არ ყოფილა ისეთი მძიმე დანაშაული რაზეც ხელისუფლება გველაპარაკებოდა.

პერიმეტრიც კი არ დარღვეულა პარლამენტის და შესაბამისად, მათ მტკიცებულებების ნაწილში აქ ექმნებოდათ უხერხულობა და გაშიშვლდება მართლმსაჯულების მთელი მანკიერება. ხოლო მეორეს მხრივ, მათი ინტერესია ჩამოწერა სისტემის დანაშაულის.

შესაბამისად ეს არის მათი ინტერპრეტაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამნისტიის კანონი შევიდა პარლამენტში ამ სახით შევა.

ამ თამაშში მთავარი ფიგურა არის ნიკა მელია. მოცემულობა არის ასეთი, რომ ხელისუფლება ამ სახით უყრის კენჭს. ეს უნდა დაინახოს მელიამ. ისიც არის ხაფანგში აღმოჩენილი, იმიტომ რომ მას უნდა თუ არ უნდა ამნისტიის კანონი მაინც შევა და მას გამოიყვანენ ციხიდან.

მელია დღეს დგას მორალური დილემის წინაშე, ეს ჭადრაკია. ხელისუფლებამ დაუგო ხაფანგი და ხელისუფლების მატრიცით მიდის ყველაფერი. ამ მოცემულობაში უკვე „ნაციონალურ მოძრაობა” შევა თუ არა პარლამენტში, ესეც ფეხებზე კიდია მმართველ პარტიას იმიტომ, რომ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა.

აქედან გამომდინარე ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს მელიამ, უნდა ჩაჭრას ეს გეგმა, თქვას რომ სამართალწარმოება ბოლომდე იყოს, იმიტომ რომ ხალხი არის დასასჯელი და ჩაშალოს ეს გეგმა”

თეგები: გია ხუხაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved