• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე არ ჰგავს ხასიათით მამას, მამამისი არასოდეს ყოფილა ბოღმით სავსე ადამიანი – ელენე

ალია ავტორი - ალია
19:06 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55


პოლიტიკოსი, ელენე თევდორაძე “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

სახელისუფლებო არხებს რომ ვუყურებ, ყველაფერი კარგად არის, როდესაც ვუყურებ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიებს, მაშინ მგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა. ეს თრგუნავს საზოგადოებას. ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მწვავე იყო, მაგრამ ასეთი­ არ მახსოვს. არადა, ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარეთ – თავდასხმა­ შევარდნაძეზე, “მხედრიონი”, საშინელი სიტუაციები ციხეებში… უამრავი უსამართლობა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც კეთდებოდა, ახლა კი რატომ არის ასეთი დაპირისპირება? წესით, თითქოს ორივე მხარეს სიმართლე სჭირდება, ხომ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს?
დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. მამამისი, გიორგი კობახიძე, კარგად მახსოვს. მას დიდ პატივს ვცემდი, ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერი იყო, ზურაბ ჟვანიას პირველი მოადგილე. როდესაც პარლამენტში კანონებს განვიხილავდით, ძალიან კრიტიკული იყო, მაგრამ არასოდეს ყოფილა ბოღმით სავსე ადამიანი, ამის გამო ვცემდი პატივს და ვიცი, მეც მცემდა პატივს. როცა მე გამოვდიოდი ტრიბუნაზე, როგორც სიმართლის მთქმელს თავს მესხმოდნენ “მოქალაქეთა კავშირის” წევრები და გია კობახიძე ყოველთვის მიცავდა. ეს მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ შეიძლება იყო კრიტიკული, მაგრამ საქმიანად, და არ გადახვიდე ლანძღვა-გინებაზე. მისი შვილი ჭკვიანი, ნიჭიერი და განათლებულია, მაგრამ ხასიათით არ ჰგავს მამას.
ამდენი გინება, ტელევიზიით რომ ისმის, ჩემთვის გაუგებარია. მართლა მეშინია იმ ახალგაზრდების, რომელთაც აქტივისტებს ეძახიან. შეიძლება პოზიცია გამოხატო, მაგრამ ხომ არ შეიძლება ასე იგინებოდე? ამ აქტივისტებში ვხედავ ყოფილ პროკურორებს, ყოფილ პოლიციელებს, რომლებთანაც ადრე დაპირისპირება მქონდა იმის გამო, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ, ახლა გამოდიან და თავიანთ კოლეგებთან, პოლიციასთან აქვთ დაპირისპირება.

ბოლო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ხმა არც ერთი პარტიისთვის არ მიმიცია, რადგან ვერ გამოვნახე ისეთი, რომელსაც ხმას მივცემდი.

წყარო – კვირის პალიტრა


fb

თეგები: ელენე თევდორაძეირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved