• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, კვირა, 24 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენჯერაც თავის შვილებს რამეს უყიდიან, იმდენჯერ ჩემი შვილები გაახსენდეთ…” – ბესო ზანგური

ალია ავტორი - ალია
19:56 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება, მსახიობი ბესო ზანგური

– როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას, ახლა, როდესაც სპექტაკლებში ვერ ითამაშებ, ივანიშვილის დახმარებაც მოხსნილი გაქვთ მსახიობებს და კიდევ გავიმეორებ, პირველი იყავი, ვინც ღიად თქვა სწორედ ჩვენთან „ალიასთან“, რომ ეს დახმარება მოგეხსნათ – 5 შვილის მამა ხარ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი ფინანსური მდგომარეობა?

– რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარია სიმართლის დადგენა, სიმართლე ისაა, რომ არა ვარ მოძალადე, სიმართლე ისაა, რომ ჩემ ეზოში რასაც მინდა იმას ჩავიდენ, ოღონდ, არა ბავშვის თვალწინ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ფინანსური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევთ იმ ადამიანებს სასამართლოს განჩინებით, რომლებმაც  ცილი დამწამეს, ფინანსური და მორალური ზიანის ანაზღაურება ასევე მოუწევს იმ კომპანიას, რომელმაც უკანონოდ გადამიღო ჩემ ეზოში, ჩემ სახლ-კარში, უკანონო გადაღება აწარმოა, რომელმაც დამაბრალა გარყვნილი ქმედების ჩადენა. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, რასაც მე მედავებიან, ყველაფერი ის ჩაიდინეს თავად და სწორედ ამიტომ, მათ მოვთხოვ პასუხს! სულიერად, მორალურად, მატერიალურად, ყველანაირად გადაგვიარეს. არ მძინავს თითქმის, დამამშვიდებელსაც ვერ ვსვამ ღამით, იმიტომ რომ რა დროს მოუნდება პოლიციას მოსვლა, არც ეგ ვიცი. ღამით შემომივარდნენ და ისე წამიყვანეს დაკითხვაზე.

– გულისხმობ რუსთავი-2-ის კადრების გამო დაკითხვას, ხო? რა სტატუსით დაგკითხეს?

– კი, ამ მეორე ცილისწამებას ვგულისხმობ, დამკითხეს მოწმის სტატუსით.

– მოწმის სტატუსით დაკითხვას რატომ დასჭირდა ღამით მოვარდნა და ისე წაყვანა?

– როგორც მერე მივხვდი, კადრები არ ჰქონდათ ნანახი, ჩემთან ერთად ნახეს მერე. ანონსში უჩვენეს, სხვათა შორის ის კადრები და ბავშვის სახეც არ დაფარეს ისე გაუშვეს. ვიკითხე, რატომ არ დაფარეს ბავშვის სახე… თუმცა, ადეკვატური პასუხი ვერ მივიღე.

– და მაინც, სანამ გამოძიება დასრულდება და სანამ შენ სიმართლეს დაადგენ, მანამდე როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას და ოჯახის რჩენას?

– წარმოდგენა არა მაქვს, რომ არ მოგატყუოთ. მაგათ სინდისზე იყოს, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ჩემ შვილებს რამე მოუნდებათ და დაჭირდებათ… თავიანთი „ბლატაობის“ გამო, რომ კომენტარი დაეწერათ სხვის დასანახად და ტაში დაეკრათ, დაარტყეს ჩემი შვილების ხვალინდელ დღეს. უფალს ვთხოვ, ყველას მიეგოს ისე, ისეთი სიმართლით, რაც ჩემზე თქვეს და დაწერეს. და რამდენჯერაც თავის შვილებს რამეს უყიდიან, იმდენჯერ ჩემი შვილები გაახსენდეთ. ბოლოს, მინდა ჩემ მეგობრებს, ახლობლებს ვუთხრა დიდი მადლობა, გვერდში დგომისთვის. ხაზი უნდა გავუსვა ადვოკატ პაატა შავაძის გვერდით დგომას. პაატა საკმაოდ ძვირადღირებული ადვოკატია და გვერდით მიდგას ახლა სრულიად უანგაროდ – ამ სიკეთეს, ალბათ, ვერასოდეს გადავუხდი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადვოკატი მეყოლებოდა. აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემ მეუღლეს, რომელიც ჩავაყენე საშინელ მდგომარეობაში, დროებითია ეს მდგომარეობა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა, ამ წუთებში, ძალიან მძიმედ განიცდის…

ქმარს რომ ეუბნები, რომ სახლში ხარ და ამ დროს ღამის კლუბში „ტუსოვკაზე“ ხარ ბათუმში, ეს არ არის ღალატი? – ბესო ზანგური

თეგები: ბესო ზანგური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი

14:18 05-22-2026
“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
ახალი ამბები

“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

12:30 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved