• რეკლამა
  • კონტაქტი
08:17, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად, პოლიტსაბჭოს აღარ დავეკითხები და ჩემ პოზიციას საზოგადოებას გავაცნობ” – დავით ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
19:41 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა:

„დავიწყებთ იმით, რომ სრულიად შევუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, „ქართული ოცნების“ არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი, მმართველი პარტიის მხრიდან მოლაპარაკებებზე, შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ, დამოკიდებულებას პრობლემების, მთელი ამ პროცესის მიმართ. ადასტურებს დამოკიდებულებას იმ დოკუმენტის მიმართაც, რომელიც დღეს დაიდო მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის და უპატივცემულობის გამოვლენა მთლიანი მოლაპარაკებების პროცესის, ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების მიმართ.

დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს.

„ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარი არის მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა, ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებით წინა დოკუმენტისგან, სადაც არჩევნები არ იყო ნახსენები, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. ახლაც მიმაჩნია, რომ 43 პროცენტი არის ალოგიკური რიცხვი ვინაიდან, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ყოფილიყო 48 პროცენტი, ანუ იგივე, რაც „ოცნებამ“ აიღო საპარლამენტო არჩევნებზე. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც, ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემური გახლავთ სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

რიგგარეშე არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის კარგი მექანიზმი, ისე როგორც 43 პროცენტი არ არის ლოგიკური ზღვარი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სასწორის მეორე მხარს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი.

დღეს ყველამ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება. სრულიად კატასტროფულად მიმაჩნია, ამ ქვეყნის მომავლისთვის, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს, პროდასავლური ნიშა მთლიანად დაიკავოს აბსოლუტურად არადასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი მომავალი წარმატებისთვის და ოპოზიციის მომავალი გამარჯვებისთვის, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლეთის პოზიციას, ამიტომ ამ დოკუმენტს განვიხილავ ძალიან სერიოზულად. ვიფიქრებ, პოლიტსაბჭოს აღარ და ვეღარ დავეკითხები ასეთის არარსებობის გამო, მაგრამ ფიქრის უფლება მაქვს ნამდვილად და იმ ვადაში, რა ვადაშიც პარტიები და სხვა პარლამენტის წევრები გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ პოზიციას, მე ამ პოზიციას საზოგადოებას გავაცნობ.”

თეგები: დავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved