• რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცებთან რომ წასულიყავი, გავიგებდიო….” – რატომ ატოვებინებს მინისტრი რეჟისორს თეატრს?

ალია ავტორი - ალია
02:19 04-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

რეჟისორსა და ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობას ატოვებინებენ. ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.


თეატრიდან წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსთხოვა. 15 აპრილს თეატრში ვიზიტად მყოფმა მინისტრმა, დირექტორი გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებს. მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა.”ნაციონალებთან” რომ წასულიყავი, გასაგებია, მაგრამ ჩვენივე გუნდიდან წასულებს როგორ შეუერთდი, რეჟისორი ხართ თუ პოლიტიკოსიო. მე თქვენს ადგილზე ახლავე დავტოვებდი თანამდებობასო, უთხრა”, – უყვება წყარო ქუთაისიპოსტს. წყაროსვე თქმით, მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ირინა ლომინაძეს კონკურსის ჩატარება მოსთხოვა და უთხრა, რომ სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, ვინც მისი თქმით, “ვერ მღერის”.


ინფორმაციას ადასტურებს თორნიკე მარჯანიშვილი. რეჟისორი კრიტიკის გამო შეურაცხყოფილია და ამბობს, რომ შეიძლებოდა ამას სხვა ფორმა ჰქონოდა.


“ნაწყენი ვარ და ეს ბუნებრივია, ადამიანური რეაქციაა. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქში საკმაო საქმე მაქვს ნაკეთები და შეიძლებოდა სხვა ფორმით ყოფილიყო ეს ყველაფერი. მან პარტიულ ჭრილში შეხედა ამ ყველაფერს. განცხადება ჯერ არ დამიწერია, მაგრამ შეიძლება დავწერო. ვნახოთ, რა იქნება ხვალ და ზეგ. როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, გაირკვევა ყველაფერი”, – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თორნიკე მარჯანიშვილი.


იმას, რომ პოლიტიკური არჩევანის გამო მინისტრმა თორნიკე მარჯანიშვილს უსაყვედურა, არ უარყოფს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ირინა ლომინაძე დირექტორის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არც თავად მალავს და ამბობს, რომ თორნიკე მარჯანიშვილმა იგი მოატყუა, როცა მაჟორიტარობა გადაწყვიტა და მას ამის შესახებ არ აცნობა. სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ მარჯანიშვილი გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერს, ის ხელს მოაწერს.

ირინა ლომინაძე ასევე ადასტურებს, რომ მინისტრმა კონკურსის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველამ ხელფასის ის რაოდენობა უნდა მიიღოს, რასაც იმსახურებს.

თორნიკე მარჯანიშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის პოზიციაზე 2014 წელს დაინიშნა. 2020 წელს იგი „ქართული ოცნების“ გუნდიდან გამოყოფილი დეპუტატების პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსში” გაწევრიანდა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში ჩაერთო. მას საარჩევნო კამპანიის დროს თანამდებობა არ დაუტოვებია. თორნიკე მარჯანიშვილმა არჩევნებში ხმების  0.92% მიიღო.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved