• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკა ჯარს თუ გაიყვანს, თალიბები ყველას დაგვხოცავენო” – რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

ალია ავტორი - ალია
19:53 04-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
epa05266514 Afghan security officials inspect the site of a suicide bomb blast that targeted the premises of the Ministry of Defense, in Kabul, Afghanistan, 19 April 2016. A huge explosion rocked Kabul as Taliban militants attacked the Afghan Ministry of Defense days after they announced their spring offensive.  EPA/HEDAYATULLAH AMID

epa05266514 Afghan security officials inspect the site of a suicide bomb blast that targeted the premises of the Ministry of Defense, in Kabul, Afghanistan, 19 April 2016. A huge explosion rocked Kabul as Taliban militants attacked the Afghan Ministry of Defense days after they announced their spring offensive. EPA/HEDAYATULLAH AMID

Facebook-ზე გაზიარება
56

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ქა­ბულ­ში არ­სე­ბულ ნა­ტოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს, იმ ვი­თა­რე­ბა­ზე საუბრობს ambebi.ge-თან, რო­მე­ლიც ახლა ქვე­ყა­ნა­შია. მი­სი­ვე თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ამე­რი­კას მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტად მი­იჩ­ნევს, ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა ძა­ლი­ან აში­ნებს, რად­გან არ სჯე­რა, რომ ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და პო­ლი­ცია “თა­ლი­ბა­ნის­თვის” წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას შეძ­ლებს. 45 წლის ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის თქმით, (ვი­ნა­ო­ბას მისი თხოვ­ნით არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ), ეს უფრო მძი­მე პა­უ­ზას ჰგავს ამე­რი­კის მხრი­დან, რა­საც შე­საძ­ლოა ავ­ღა­ნეთ­ში მძი­მე პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვეს, რაც შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბას ნიშ­ნავს…

– ყან­და­არ­ში ნა­ტოს ბაზა 16 დღე­ში უნდა და­ი­ცა­ლოს. ქა­ბულ­ში ჯერ მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა. შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნად არ გა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ი­დან გა­იყ­ვა­ნენ, არა­და, სწო­რედ პრო­ვინ­ცი­ებ­შია მძი­მე ვი­თა­რე­ბა. თა­ლი­ბე­ბი რო­გორც და სა­დაც მო­უ­ხერ­ხდე­ბათ, იქ აქ­ტი­უ­რო­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად არა­ვინ არა­ფე­რი იცის… აქ პირ­ვე­ლად არ ვარ, ადრე სხვა­დას­ხვა მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ვი­ყა­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ში და საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ შიგ­ნით სი­ტუ­ა­ცი­ას, აქ თვით უფა­ლიც ვერ და­ა­ლა­გებს ვი­თა­რე­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ქა­ო­სის ბო­ლომ­დე და­ლა­გე­ბა.

თა­ლი­ბე­ბი იქ უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ, ხდე­ბა თავ­დას­ხმე­ბი პო­ლი­ცი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე… კა­მი­კა­ძე­ე­ბი ბევ­რია, ქა­ბულ­ში უფრო აფეთ­ქე­ბე­ბია, რა დრო­საც ტე­რო­რის­ტე­ბი უფრო მაგ­ნი­ტურ ბომ­ბებს იყე­ნე­ბენ, ეს არის მან­ქა­ნა­ზე ან სხვა ად­გი­ლას, ზოგ­ჯერ შე­ნო­ბის კარ­ზე მი­საკ­რო­ბი ბომ­ბი, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ფეთ­ქდე­ბა. ქუ­ჩებ­სა და გა­რე­უბ­ნებ­ში არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს აფეთ­ქე­ბის­გან ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, რო­მელ­საც ბომ­ბის­გან ცალი მხა­რე ამოგ­ლე­ჯი­ლი ჰქონ­და. ზოგი სა­ერ­თოდ ფრაგ­მენ­ტე­ბად იქ­ცე­ვა. გა­აჩ­ნია, რა სიმ­ძლავ­რის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს. არ­ჩე­ვა­ნი კი, თა­ლი­ბებს ნამ­დვი­ლად აქვთ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან ვიცი, რომ “თა­ლი­ბანს” არა­ვი­თა­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ სურს, მისი მი­ზა­ნია, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სრუ­ლად გა­და­ბა­რე­ბა. ამი­ტომ, თუ ნა­ტომ ჯა­რე­ბი სრუ­ლად გა­იყ­ვა­ნა, სულ ცოტა, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, რად­გან “თა­ლი­ბა­ნი” არას­დროს შე­უ­რიგ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. ვიდ­რე ამ­რუ­ლა სა­ლე­ჰი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია და მისი გუნ­დი მარ­თავს ავ­ღა­ნეთს, ისი­ნი “თა­ლი­ბანს” პარტნი­ო­რად ან ოპო­ზი­ცი­ად არ მი­ი­ღე­ბენ და სულ ასე ერთ წრე­ზე ივ­ლი­ან. ანუ სულ ომი იქ­ნე­ბა… აქ, ქა­ბულ­ში არა­ვის უნდა “თა­ლი­ბა­ნი”, მაგ­რამ მთლი­ან ავ­ღა­ნეთ­ში, მას მა­ინც აქვს გავ­ლე­ნე­ბი, ზოგს აში­ნე­ბენ, ზოგი სიბ­ნე­ლის გამო უჭერს მხარს.

დაზ­ვერ­ვის ანა­ლი­ზის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ეც­დე­ბი­ან დიდი ქა­ლა­ქე­ბი და­იც­ვან, მაგ­რამ იმ ად­გი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც თა­ლი­ბე­ბი არი­ან, შე­უძ­ლე­ბე­ლია… მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას შე­ეც­დე­ბა “თა­ლი­ბა­ნი”, რომ­ლის სა­მიზ­ნეც არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­რუ­ლა… ეს ყვე­ლამ კარ­გაც იცის და ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ნა­ტოს ჯა­რებს სრუ­ლად არ გა­იყ­ვა­ნენ.

ახ­ლა­ხან ჩემს ავ­ღა­ნელ მძღოლს ვკი­თხე, შენი აზ­რით, რა მოხ­დე­ბა-მეთ­ქი, რო­გორც სხვე­ბი, ისიც ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლია, – ამე­რი­კამ ჯარი არ უნდა გა­იყ­ვა­ნოს, თო­რემ ომი და­ი­წყე­ბა და თა­ლი­ბე­ბი თუ შე­მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლას დაგ­ვხო­ცა­ვე­ნო. ქა­ბუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, სხვა პრო­ვინ­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბით მშვი­დად და ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რობს. ამი­ტომ დი­დია შიდა მიგ­რა­ცია პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გარე ვაჭ­რო­ბით ირ­ჩე­ნენ თავს, პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ან მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის­გან გა­კე­თე­ბულ ფარ­დულ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­მა­გი­ე­როდ, ლუკ­მა-პური და შე­და­რე­ბი­თი მშვი­დო­ბა აქვთ… თუ ამას ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქვია, ქა­ბულ­სა და პრო­ვინ­ცი­ებს შო­რის შე­და­რე­ბა არაა.

– მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი რითი ცხოვ­რობს, რა არის მათი შე­მო­სა­ვა­ლი?

– ვაჭ­რო­ბა და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა, ზო­გის­თვის ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი ან ნარ­კო­ტი­კი, ყა­ყა­ჩო, ჰე­რო­ი­ნი… ყა­ყა­ჩოს მო­სავ­ლის დროს, თა­ლი­ბე­ბიც კი გატ­რუ­ნუ­ლი არი­ან და შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დეა.

– კო­ვიდ-პან­დე­მი­ას რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან?

– თა­ვი­დან ად­გი­ლო­რივ­მა მთავ­რო­ბამ 3-თვი­ა­ნი “ლო­ქ­და­უ­ნი” გა­მო­ა­ცხა­და, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ჩა­ვარ­და. ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბამ ფული აიღო და შე­ზღუდ­ვე­ბიც მოხ­სნა, აქ ჯან­დაც­ვის სფე­რო უმ­ძი­მეს დღე­შია და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ინ­დო­მონ, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აღ­რი­ცხვაც ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან ათა­სო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი აღ­რი­ცხუ­ლიც კი არ არის სად­მე, ანუ და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა ან რა­ი­მე სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ბუ­თი არ აქვს. არც მი­ნა­ხავს ვინ­მე კო­ვი­დით იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი… ბა­ზა­ზე, სა­დაც ვმსა­ხუ­რობ, არ არის, ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას კი დის­ტან­ცი­ას ვი­ცავთ.

ბა­ზა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად შე­მოვ­დი­ვარ, თო­რემ ყო­ველ­დღი­უ­რად 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ მი­წევს ყოფ­ნა, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, პირ­ბა­დის გა­რე­შე არ გავ­დი­ვარ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არც ატა­რე­ბენ პირ­ბა­დეს, რომ ვე­კი­თხე­ბი კო­ვიდ­ზე, ეცი­ნე­ბათ, – ადრე იყო პა­ნი­კა, უკვე გვქონ­და, ახლა აღარ არი­სო…

თეგები: ავღანეთიაშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved