• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინისტრები და მთავრობის მეთაურები, რომელთა თანამდებობები პანდემიამ “შეიწირა” – საინტერესო დეტალები ზაზა წერეთლისგან

ალია ავტორი - ალია
13:29 04-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი:

როგორ გამოჩნდა კოვიდ პანდემიის დროს არცერთი თანამდებობა არ აღმოჩნდა ხელშეუხებელი, რადგან პარლამენტის წევრებმა, ჯანდაცვის მინისტრებმა და მთავრობების მეთაურებიც კი იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ თავისი თანამდებობები. ზოგიერთმა თანამდებობა დატოვა წესების გახმაურებული დარღვევების გამო, მაგალითად, ევროკავშირის ყოფილმა კომისარმა ფილ ჰოგანმა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა გოლფის სადილზე დასწრების შემდეგ, რომელმაც ირლანდიის კორონავირუსის შეზღუდვები დაარღვია. სხვები, როგორიცაა ჩეხეთისა და პოლონეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები – ადამ ვოიტჩი და შუკას შუმოვსკი, თანამდებობიდან გადადგნენ, რადგან მათ ქვეყნებში საქმეების კონტროლი კონტროლიდან გამოვიდა.

მხოლოდ რამდენიმე მათგანი დატოვა თანამდებობა ან გაათავისუფლეს სხვისდამი წინააღმდეგობის გაწევის გამო, მაგალითად, ევროპის სამეცნიერო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მაურო ფერარი, რომელმაც გააკრიტიკა ევროკავშირის კორონავირუსის პასუხი ან ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი იან ბლატნა, რომელმაც უარი თქვა Sputnik V ვაქცინის შეძენაზე.

ისე კი ქრონოლოგიურად ეს შემთხვევები ასე გამოიუყურება.

2020 წლის 26 მარტი – ვიქტორ კოსტაჩე, რუმინეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გადადგა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე

2020 წლის 5 აპრილი – კეტრინ კალდერვუდი, დიდი ბრიტანეთი. შოტლანდიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი. გადადგა შეზღუდვების წესების დარღვევის შემდეგ.

2020 წლის 5 მაისი – ნილ ფერგიუსონი, დიდი ბრიტანეთი. მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი. თანამდებობა დატოვა გადააგდგილებებზე შეზღუდვის წესის დარღვევის გამო, შეყვარებულის ვიზიტის შემდეგ.

2020 წლის 18 აგვისტო – Łukasz Szumowski, პოლონეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გადადგა კორონავირუსული ინფექციების ზრდის გამო.

2020 წლის 21 აგვისტო – ჯერი ბუტიმერი, ირლანდია. სენატის თავმჯდომარის მოადგილე, გადადგა ”გოლფგეიტის” სკანდალის გამო, დაარღვია ლოქდაუნის წესები.

დარა კალლეარი, ირლანდია. სოფლის მეურნეობის მინისტრი. გადადგა ”გოლფგეიტის” სკანდალის გამო.

24 აგვისტო დონი კასიდი, ირლანდია. სენატორი. გადადგა ”გოლფგეიტის” სკანდალის გამო. 27 აგვისტო

ფილ ჰოგანი, ევროკავშირის კომისარი ვაჭრობის საკითხებში. გადადგა ”გოლფგეიტის” სკანდალის გამო

2020 წლის 21 სექტემბერი – ადამ ვოიტაჩი, ჩეხეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გადადგა კორონავირუსული ინფექციების ზრდის გამო.

2020 წლის 1 ოქტომბერი – მარგარეტ ფერიერი, დიდი ბრიტანეთი. SNP დეპუტატი. წვეულებაზე დასწრება კორონავირუსის წესების დარღვევით. მოგვიანებით დააპატიმრეს.

2020 წლის 23 ოქტომბერი, რომან პრიმულა, ჩეხეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გადადგა კორონავირუსის წესების დარღვევის შემდეგ.

2021 წლის 6 იანვარი – დენ ელიასონი, შვედეთი. სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორი. თანამდებობა დატოვა კანარის კუნძულებზე შვებულებაში გატარების გამო.

2021 წლის 26 იანვარი – ჯუზეპე კონტე, იტალია. პრემიერ მინისტრი. დატოვა თანამდებობა კორონავირუსის აღდგენის გეგმებზე პარლამენტთან აზრთა სხვაობის გამო

2021 წლის 23 იანვარი – მიგელ ანხელ ვილაროია, ესპანეთი. სამხედრო, გენშტაბის უფროსი. აცრის ურიგოდ მიღების გამო.

2021 წლის 8 მარტი – გეორგ ნუკლეინი, გერმანია. CSU დეპუტატი. თანამდებობა დატოვა ნიღბების შესყიდვაზე მოსყიდვის სკანდალის გამო.

ნიკოლას ლებელი, გერმანია. CDU დეპუტატი. თანამდებობა დატოვა ნიღბის შესყიდვაზე მოსყიდვის სკანდალის გამო.

21 მარტი – ალფრედ საუტერი, გერმანია. CDU დეპუტატი. თანამდებობა დატოვა ნიღბის შესყიდვაზე მოსყიდვის სკანდალის გამო.

2021 წლის 12 მარტი – მარეკ კრაჟჩი, სლოვაკეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გადადგა Sputnik V შესყიდვის გამო.

2021 წლის 28 მარტი – იგორ მატოვიჩი, სლოვაკეთი. პრემიერ მინისტრი. გადადგა Sputnik V– ის შესყიდვის გამო

2021 წლის 7 აპრილი – იან ბლატნო, ჩეხეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გაათავისუფლეს Sputnik V ვაქცინის შეძენაზე უარის თქმის შემდეგ.

2021 წლის 12 აპრილი – Tomáš Petříček, ჩეხეთი. საგარეო საქმეთა მინისტრი . გაათავისუფლეს Sputnik V ვაქცინის შეძენაზე უარის თქმის შემდეგ.

2021 წლის 14 აპრილი – ვლად ვოიკულესკუ, რუმინეთი. ჯანდაცვის მინისტრი. გაათავისუფლეს მასსა და პრემიერ მინისტრს შორის დაძაბულობის გაზრდის შემდეგ.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved