• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რიონის ხეობის მცველებმა” მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს – „ძალიან შეურაცხმყოფელი იყო…”

ალია ავტორი - ალია
02:32 04-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78


“რიონის ხეობის მცველებმა” მათ მხარდასაჭერად ჩასული მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს.

“გუშინწინ საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებისას რიონის ხეობაში ჩავედი. როცა წინა საღამოს ტელევიზორში კადრები ვნახე, სადაც დედები სპეცრაზმს თხოვდნენ, რომ შეტაკება არ დაწყებულიყო, წასვლა გადავწყვიტე. ამ სურათმა ჩამიყვანა ადგილზე. სანამ ჩავიდოდი, უკვე იცოდნენ, რომ მივდიოდი და შორიდანვე რომ დამინახეს, “რიონის ხეობის მცველებს” სამი პირი გამოეყო და ჩემსკენ გამოემართნენ. მითხრეს, თქვენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხართ და ზოგიერთისთვის თქვენი აქ ყოფნა მიუღებელიაო.

ჩემთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. როცა ჩემზე ამბობენ, ნაციაო, მე ეს არ მწყინს. გარდა მმართველი პარტიისა, მე ყველასთან ვთანამშრომლობ. თუმცა, არც იმას ვამბობ, რომ ქართულ ოცნებაში მყოფი პირები ან მხარდამჭერები ჩემი მტრები არიან, მმართველ პარტიაში ძალიან ბევრია, ვისაც პატივს ვცემ. მე პრობლემა იმ ადამიანებთან მაქვს, ვინც შვილი მომიკლა, თორემ არ გავბოროტებულვარ და ყველას პასუხს არ ვთხოვ. ჩემი გზა ჯოჯოხეთურია, მაგრამ ღმერთის ნებით ვუძლებ…

მე ძალიან ბევრმა დამიჭირა მხარი, მეც თავს ვალდებულად ვგრძნობ აქციებზე მივიდე და მეც მათ მხარი დავუჭირო. შესაძლოა, რიონის მცველებს ჩემი პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ კიდეც, მაგრამ ასეთ მომენტებში მოთმინებას არ ვკარგავ და როცა ნახეს, რომ უკან ვბრუნდებოდი, ბოდიში მომიხადეს, მაგრამ მე ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი…

ჩემი დაკვირვებით, აქცია მართულია. ვფიქრობ, ქართული ოცნების ორი კლანი იბრძვის, ნაწილი ჰესის მშენებლობის მომხრეა, ნაწილი – მოწინააღმდეგე, მე ვიცი კონკრეტულად ეს ადამიანები, მაგრამ ახლა, ამაზე არ ვისაუბრებ.

არ მესმის “რიონის ხეობის მცველების” ერთი მხრივ, ხალხს ჩასვლასა და მხარდაჭერას თხოვენ და მეორე მხრივ, არჩევენ, ვინ უნდა მივიდეს და ვინ – არა. არ მესმის ადამიანების, ვინც ამ ყველაფერს ვიწრო პარტიულად უყურებს, როცა საქმე საქართველოს მიწა-წყალს ეხება. რა გამოდის? რიონის ხეობა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის არ არის? ხეობა საქართველოსი არ არის თუ მხოლოდ მცველებისაა?

არ მესმის ასევე, პოლიტიკურ განცხადებებს რომ გმობენ, თან ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ვერ ხვდებიან, რომ მათი განცხადებები თავისთავად პოლიტიკურია? ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკა, რასაც ითხოვენ…” 

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: მალხაზ მაჩალიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved