• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მენაბდეს ჩემთან შეხვედრა უნდოდა” – რას უყვება “ალიას” ზაზა სარალიძე და ვისი დაკავების რიგი დადგა?

ალია ავტორი - ალია
15:16 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

შეგახსენებთ, “ალიამ” ექსკლუზიური, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა 2019 წლის ზაფხულში, სარალიძესთან, რომელსაც ზაზა სარალიძემ თავად უწოდა აღსარება. ამ ინტერვიუს დროს, მან ისაუბრა გიორგი მენაბდეზეც და მაშინ გვიამბო, რომ გიორგი მენაბდე მასთან შეხვედრას ცდილობდა. მან ისიც გვითხრა, რომ ჯერ კიდევ მაშინ გაიგო მისი შვილის მკვლელების სახელები, როცა საავადმყოფოში იყო და ღმერთს შვილის გადარჩენას ევედრებოდა.

შეგახსენებთ, გიორგი მენაბდე გუშინ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს, დღეს მას ოფიციალურად წარედგინა ბრალი.

ზაზა სარალიძე: 

როცა დათუჩა საავადმყოფოში მივიყვანე, კაციშვილმა არ იცოდა, ვინ ვიყავი.

დადიოდნენ ჟურნალისტები, ეძებდნენ და არ იცოდნენ, ვის ეძებდნენ. ორჯერ მთხოვეს, გვერდზე გაიწიეო, პირველად გავედი გვერდზე, მეორედ უკვე – დამანებეთ, ბიძია, თავი, ჩემი გამჭირვებია-თქო, ვუთხარი.

იმ მომენტში, ისევ მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა დათუჩას ეცოცხლა.

ჩემს გვერდით უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ლაპარაკობდა, ყველას ხმა მესმოდა, არ ვფიქრობდი, ოღონდ, რა მესმოდა, რას ვიგებდი, არ მინდოდა, იმის მოსმენა, ვინ და როგორ ჩაარტყა ჩემს შვილს დანა, მაშინ მხოლოდ დათუჩაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი!

მერე, როცა დათუჩა აღარ იყო, მერე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელების სახელები ვიცოდი, ვიცოდი, როგორ დაარტყა სამმა ადამიანმა დანა ჩემს შვილს და ორმა დადუნაშვილს.

– დადუნაშვილს ორმა დაარტყა დანა?

– კი

– იცის ოჯახმა?

– არ სჯერა.

– დათუნას საქმეზე დაჭერილი ორი ადამიანია! ვინ არის მესამე?

– მღვდლის შვილი! და მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არაა, გააქრეს!

– როგორ?

– არ ვიცი, ვინ იცის? სუბელიანი რომ იმ ჩანაწერში ამბობს, ფული გადავუხადეთო, მართლა გადაუხადეს ის ათი ათასი, მეტიც გადაუხადეს, მაგრამ სუბელიანმა ის თქვა, რაც დაფიქსირებულია.

– რისთვის გადაუხადეს?

– სიჩუმისთვის, რა თქმა უნდა. მე ხომ შევხვდი ერთხელ მღვდელს და მითხრა მაშინ, ჩემს შვილს რომ დანა სჭეროდა ხელში, ახლა საბრალდებო სკამზე იჯდებოდაო და მაშინ, კიდევ დავიჯერე, მაგრამ, მაგის შემდეგ ისეთი რამეები მოხდა… აჩუმებენ, ვიცი და ისიც მთელი ეს დრო, ტერორში იყო, ვიცი.

შეხვედრა მოითხოვა ჩემთან.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ძალოვანი უწყებებიდან დაურეკეს – ან შსსმ, ან პროკურატურამ და არ ვიცი, რა უთხრეს, რა მოთხოვეს, რა გაახსენეს, ფაქტია, იმ ხალხს, ვინც ჩემთან დაკავშირება სთხოვა, შეხვედრა გააუქმებინა!

იმედია, ეგ ფაქტიც იქნება გამოძიებული, ვინ დარეკა მღვდლის შვილთან, რომელი უწყებიდან დაურეკეს.

ჯერ ის ადამიანებიც არ დაუკითხავთ, ვინც შუამავლის როლი იკისრა, ჯერ ისევ ველოდები, სამართლის მოლოდინად აქციეს ჩემი ცხოვრება!

– პატრიარქთან თუ საუბრობთ ამ თემაზე?

– არა, არასოდეს. ერთხელ, ისიც თავისით, როცა სასოწარკვეთილი ვიყავი, ორი სიტყვა მითხრა, ბრძოლა გააგრძელეო. ისე, ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ.

– არ გიჩნდებათ განცდა, რომ საპატრიარქოც აფარებს ხელს ამ მღვდელს?

– არა და ამაზე არც ფიქრი მინდა, არც საუბარი.

– ბავშვებმა, ვინც სიმართლე იციან?

– პირველ დღეს ყველამ სიმართლე დაწერა, ყველამ… მაგიტომ გააჩერეს დაკითხვები 16 რიცხვამდე, დახიეს დაკითხვის ყველა ოქმი და თავიდან დააწერინეს!მთელი შსს, პროკურატურა და ყველა ჩართული იყო ამ საქმეში.

– ასეთი ძალა აქვს სუბელიანს მართლა?

– ჰქონია! ახლა კი ცდილობენ სუბელიანი გამოიყვანონ შეურაცხადი, იმ საუბრის ჩანაწერის გამო, რომელიც გამოქვეყნდა, მაგრამ უმეტესობა სულ მართალი ილაპარაკა.

– ამბობენ, რომ შეთანხმებული იყო, სანამ კალანდია სკოლას არ დაამთავრებდა, ის იჯდებოდა ციხეში და თუ მანამდე, საქმეს სხვაგვარად ვერ მოაგვარებდნენ – მერე დაიჭერდნენ კალანდიას.

– ფაქტია, ზუსტად ეგრე მოხდა და… კალანდია ახლა რომ არ დაეჭირათ, აღარ ჰქონდათ სხვა გზა.

– რატომ?

– ახლა ვერ გეტყვი დასაწერად, მაგრამ – არ ჰქონდათ სხვა გზა. როცა პროკურატურამ და შსს-მ მითხრა, რომ დაიჭერდნენ კალანდიას – მაინც ეჭვი მეპარებოდა და ნამდვილად არ მეგონა, რომ მეორე დღესვე დაიჭერდნენ!

– გაქცევას აპირებდაო…

– არსად გაქცევას არ აპირებდა, ეგ ნამდვილად ტყუილია. დაიჭირეს იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი, სხვა რომ არაფერი, პირველი ინსტანციის სასამართლომ უთხრა, წადი, ბიძია, გარეთ მოძებნე მკვლელი, რა გინდაო! მეორე ინსტანციის სასამართლომ ისევ უთხრა, კიდევ არის მკვლელი და უნდა მოძებნოო. სამხილების მიხედვით, სხვას ვერავის დაადებდნენ ხელს და დაიჭერდნენ და არ ჰქონდათ სხვა გზა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომდე გაჭიმეს მაქსიმალურად…

– სუბელიანის შვილს თუ ჰქონდა დანა?

– კი, ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია. ის ბავშვი ცოცხალ-მკვდარია,  ეგ ადამიანი აღარ არსებობს  და ეგ მამამისის ბრალია, თავის დროზე რომ კაცურად მოქცეულიყო მამამისი და საქმე აქეთკენ და ასე არ წაეყვანა!

მე ყველას ვაპატიე! დათუჩას ვფიცავარ, ყველას ვაპატიე და ჩემი პატიება რა არის იცით? არ დავიწყე პირადი შურისძიება, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია პასუხი აგოს.

მათ შორის, ექსპერტებმაც – მოვითხოვე ექსპერტების შავი ჩანაწერები, რის საფუძველზე მიიღეს ის დასკვნა რაც მიიღეს და აღარ არსებობს შავი ჩანაწერი, გამქრალია.

ნიკოლეიშვილის დასკვნა გააბათილეს ტექნიკურად – ნიკოლეიშვილის დასკვნაში ეწერა მაკრატლის მსგავსი საგანია გამოყენებულიო და ატეხეს ყვირილი, აი, მაკრატელი ეწერაო. არ ეწერა იქ მაკრატელი, იქ ეწერა, მაკრატლის მსგავსი საგანი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ორპირიანი, ხელნაკეთი იარაღი, მინახავს მსგავსი კიდეც – შუში გაყოფილი პირით.ტარზეც იყო გამახვილებული ყურადღება, იმ ტარზე, რომელიც კალანდიას ჰქონდა და გააქრეს. ეს ტარი შესაძლებელია გადაკეთებული ყოფილიყო იარაღად და პირები ჰქონოდა.

ასევე საუბარი იყო ხანჯლის მსგავს იარაღზე, სამკუთხედი პირით, რომელიც წვრილდება.

–მაგალითად, რამე ანტიკვარული ხანჯალი?

–შესაძლებელია, კი. კალანდიას მანამდე 6 ადამიანი ჰყავს დაჭრილი, არსად არის დაფიქსირებული, გააქრო ბიძამისმა და მამამისმა ყველა კვალი. ყველამ იცის სიმართლე. ქალაქმა იცის სიმართლე.

ბევრი რამე დამალა სკოლამაც და ბევრს დააფარა ხელი. გამოაჩინონ საბუთები, ვიდრე დროა. გამოაჩინონ ის გამქრალი ოქმები, 3-4 ოქმის, რომლის მიხედვითაც, სუბელიანის გადაყვანას ითხოვენ მშობლები!  ბევრი სხვა რამეც დააშავა სკოლამ და აუცილებლად, შემდეგი სკოლა იქნება!

და მერე უცებ, მოულოდნელად მომიბრუნდა:

–  დილით, სანამ შენი შვილი სახლიდან გადის, მშობლის ლოცვას კითხულობ?

–  ყოველ დილით ვერა, ხან ვასწრებ, ხან – ვერა. მაგრამ, ყოველ დილით ვეუბნები, რომ მიყვარს.

–ილოცე, გადადე რასაც არ უნდა აკეთებდე და ილოცე!

დამიჯერე, დიდი ძალა აქვს მშობლის ლოცვას. შემისრულე ეს ერთი თხოვნა, ყოველ დილით, სანამ შენი შვილი სახლიდან გავა – ილოცე!

„ალია“ № 26, თამო კეშელავა

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2019 წლის აგვისტოში, “ალიამ” სკანდალური ინტერვიუ გამოაქვეყნა 51-ე სკოლის დირექტორთა და ინტერვიუს დაბეჭდვიდან 2 დღეში, ის გაათავისუფლეს.

ვინ იქნება შემდეგი? – პროკურორი, გამომძიებელი? ვინმე კიდევ სკოლიდან? ექსპერტები? – არ ვიცით, მაგრამ სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, ხორავას საქმე გამოძიებულად ვერ ჩაითვლება.

თეგები: ზაზა სარალიძეხორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved