• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
14:53 04-15-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა, ასევე, ა(ა)იპ „იურიდიული კვლევის ცენტრის“, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“, „Elsa Georgia“ (ელსა საქართველო)-ს, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ და „ენკომი, საგანმანათლებლო პლატფორმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა განაცხადა, პროკურატურა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა. „მოხარულები ვართ, რომ მუდმივად არის ინტერესი პროკურატურის საქმიანობის შესახებ. მზად ვართ ერთობლივად დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოცდილების მიღებაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში და პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება “ – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, პროკურორის პროფესიაზე და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. უწყების მხრიდან, მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved