• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
14:29 04-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში „პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა გაუსვა ხაზი იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება და მაგალითად, მან მოიყვანა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ტვირთის გადაზიდვებზე, რომელიც რეგიონში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს.

ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5.1 პროცენტით გაიზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ინკლუზიურ ხელმისაწვდომობისკენ, მწარმოებლურობის ზრდისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებისკენ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მობილიზებისკენ არის მიმართული. „პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში“

კონფერენციაში ასევე მოხსენება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საბირ ლალმა, აგრეთვე უზბეკეთის ფინანსთა მინისტრმა ტიმურ იშმეტოვმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიტერ ბურიანმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved