• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ მივიდა უცნობის აქციაზე “გრეჩიხა” და რა თანხა დაჯდებოდა 9 აპრილის აქცია? – მერაბ შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:09 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი

– გულწრფელად მითხარით, ამდენი კარგი პროექტი და წინადადება გქონდათ 2012-იანელებს და არც ერთი დაგიფინანსეს და 9 აპრილის აქციას რომ გადახედეთ, „მარშრუტკებს“ და დროშებს და ა.შ. გული არ დაგწყდათ და არ გაიფიქრეთ, რაში იხარჯება ამდენი ფულიო?

– პირდაპირ გეუბნებით, ხომ არ გიმალავთ, ეს იყო მართული შეკრება. გაცილებით მეტია ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე, ვინც იქ არ მივიდა. პირიქით, თუკი ის იდეა იყო რომ დაენახვებინათ ხალხისთვის და მსოფლიოსთვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვეწინააღმდეგებითო, ეს მაშინ სირცხვილიც იყო, ეს არ იყო ის შემადგენლობა, რომლითაც შეიძლება აწიო მაღალი შკალა, და თქვა, ნახეთ, როგორ ვეწინააღმდეგებითო! შეიძლება მკაცრად ჟღერდეს და ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ სიმართლე ესაა – ქართულმა ოცნებამ დაანახა საზოგადოებას, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, საზოგადოებრივი კონსოლიდაციაც არ მოხდება ჩვენ გარეშეო! ამის დემონსტრირება მოხდა!

– ამის დემონსტრირება ხდება ახლა ნამახვანშიც! არა?

– როცა ხელისუფლება ფლობს სიტუაციას ოპოზიციის სისულელეებზე და არაადეკვატურ ქცევაზე, ესე იგი ფლობს ყველაფერს, მათ შორის, ფლობს საზოგადოების პროტესტის მართვის სადავეებს. მე მეკითხებიან, რატომ არ ვაქტიურობ ნამახვანზე. ვაქტიურობ კი არა, ხმამაღლა ვამბობ, ნამახვანში, თუ ერთი ადამიანის კერძო საკუთრებასაც კი ეხებიან, ეს უკვე არასამართლიანი და არასახელმწიფოებრივია, მაგრამ თუ სახელმწიფო ინტერესს სჭირდება იქ ჰესი, რა გამოსვლებიც უნდა მოხდეს, თბილისშიც რომ დაანონსონ შეკრებები – არაფერი გამოვა! არ არსებობს სახელისუფლებო ძალის საპირისპირო პოლიტიკური ძალა დღეს საქართველოში, რომელიც ხელისუფლებას ნამოხვანის გამო პასუხს აგებინებდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ხელისუფლებას, თუნდაც ნამოხვანის სიტუაციით, გადატეხავს!

– ლევან გაჩეჩილაძე ვერ ვნახეთ აქციაზე და რატომ? თუ საკუთარი ძმა ვერ მიიყვანა აქციაზე „უცნობმა“, ჩემ ძმას როგორ მიიყვანს?

– ლევანი მაინც ასოცირდებიოდა პოლიტიკასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ამ შეკრებას პოლიტიკური სახე არ უნდა მისცემოდა. გია მომღერალია და ვითომ საზოგადოების დატვირთვაა… ეს იყო, თორემ, ლევანი თავის ძმასთან იქნებოდა გვერდში. ლევანი რომ ჰყოლოდა გვერდით, რა შედეგი იქნებოდა? ლევანი კი არა ილია ჭავჭავაძე რომ ადგეს ახლა ფეხზე, ილია ჭავჭავაძე ვერ შეკრებს იმაზე მეტ ადამიანს, რაც ხელისუფლებას არ უნდა! ოპოზიციას რაც გამოჰყავს და ვინც გამოჰყავს ხედავთ და როცა ანტიოპოზიციური გამოსვლაა, ესე იგი სახელისუფლებო ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს. შენ ანტიოპოზიციური ხარ და ხელისუფლებასაც უპირისპირდები, ეს არის ბლეფი! საზოგადოება ხარ? მაშინ საზოგადოებას თავისი რესურსი უნდა ჰქონდეს, თავისი თანხები!

– რა დაჯდებოდა ეს აქცია დაახლოებით?

– (იცინის….) შენ გენაცვალე რა… არა, ბევრი არ დაჯდებოდა, ქართულ ოცნება ასეთი შეკრებებისთვის ბევრს არ გასცემს, ხოლმე. არც მწვადს წვავს და არც შამფურს – ლაიტმოტივად ვაყოლებ ახლა ამ ფრაზას ამ ინტერვიუს. ქართულ ოცნებას შეეძლო ევროპის მოედანი გადაეჭედა… თუ აკეთებ გააკეთე, თუ არ აკეთებ, რას თამაშობ? მე დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტიანი დარწმუნებული ვარ, გია გაჩეჩილაძეს რომ ელაპარაკო ერთი-ერთში, ისე რომ არავინ უსმენდეს, ის განაწყენებული იქნება, მისი მოლოდინი მეტი იყო. მას მეტი მოლოდინი შეუქმნეს, მე ვინ მასწავლის ქართული ოცნების სამზარეულოს? ქართული ოცნების სამზარეულოს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური სამზარეულოა ესეთი, გაჩეჩილაძეს ეგონა გადაიჭედებოდა ევროპის მოედანი – მაგრამ, ნურას უკაცრავად… კიდევ კაი, რომ არ გადაიჭედა, შეიძლებოდა ხელები აღეპყრო და ეთქვა, მე ვარ მესიაო… შესწავლილი ჰყავთ. რაღაც გაკეთდა, კარგია, თუ ცუდია, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ რაღაცით გადააგორეს 9 აპრილი… რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში მხოლოდ – ხალხი ვერ საქმდება ქვეყანაში და გარბის, რაღაცებზე ნაციონალური მოძრაობა ცაიტნოტშია და ვიღაცა ციხიდან ფიქრობს, რომ ლიდერი გახდება, აქეთ კიდე ფეხებზე კიდიათ და იქეთ კიდევ, პარლამენტში ვიღაცები ჰესის ყიდვაზე, ქონების ცოლების და ქმრებზე გადაფორმებაზე, შეფუთვაზე ფიქრობენ… გული მიკვდება, ეს ქვეყანა ჰგონიათ სალა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ნაჭერი ჩამოაჭრან. სახელმწიფოებრივობა არ არსებობს ქვეყანაში. სახელმწიფოდ ვერ შევდექით. ვიღაცა ჩამოდის, მსაჯულად ჯდება, ერთ მხარეს ოპოზიციას სვამს, მეორე მხარეს ხელისუფლებას და საქმეებს გვირჩევენ კაცობრიობის ხნის ერს!

ვიყნოსე, რომ ესეც გარიგებაა! ვფიქრობდი, გაჩეჩილაძე იმას აღარ იკადრებდა, რაც მაშინ იკადრა, მაგრამ, იციან, რომ ეს მკადრებელია და აკადრებინეს – მერაბ შათირიშვილი

თეგები: გია გაჩეჩილაძელევან გაჩეჩილაძემერაბ შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved