• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენი ბრალია, რომ ხმის ამოღების გვეშინია, რომ არ მოგვაძახოთ განათხოვარი ბო@ები ვართ და ნორმალური ქალი ოჯახს უნდა ინარჩუნებდეს ყველაფრის ფასადო! – ნათია ბერიძე

ალია ავტორი - ალია
13:40 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

POSTV-ს ჟურნალისტი, ნათია ბერიძე, სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა რასაც დავწერ დღევანდელ დღემდე საჯაროდ არ დამიწერია და აქ ვინც ხართ 99% -ზე მეტმა არ იცის ეს ამბავი.

მე ვიყავი ფიზიკური ძაადობის მსხვერპლი რამდენიმე წლის წინ 8-9 წელი გავიდა!

არასოდეს მდომებია სამაგიეროს გადახდა და არც არაფრით მდომებია ქულების წერა! არც წუწუნი მჩვევია და ყოველთვის ყველა პრობლემას მარტო ვუმკლავდები.არც ჩემებისთვის მაქვს ამ ამბიდან მოყოლილი ეს დეტალები.

ქალზე ძალადობა არის ყველაზე დამპალი საქციელი რასაც არ აქვს გამართლება.არ არსებობს მიზეზი რითიც შეიძლება მოძალადე კაცი გაამართლო მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა!

რატომ გადავწყვიტე ამის ახლა დაწერა?!

ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ვუსმინე, ბესოსთან ასე თუ ისე ვმეგობრობ და აქაც მყავს მეგობრებში, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ვერასოდეს გავამართლებ ქალზე ძალადობას მითუმეტეს ასე ხელის შეწმენდას!

ყველაფერი თქვენი, ადამიანების ბრალია!

ბავშვობიდან გამოყოლილი თუ მერე შეძენილი ტრამვები ადამიანს მოძალადედ ხდის და სუსტს ერევა, ასე მოხდა ჩემ შემთხვევაში. თვე ნახევარი ვიყავი მანიაკის ხელში, ისე რომ ჩემმა ოჯახმაც არ იცის დღემდე მე რა გავიარე!

არავის გაქვთ უფლება ქალი დაადანაშაულოთ იმ სიმწარის ატანაში რასაც ჩვენ ვიტანდით ან ახლა იტანენ ვიღაცეები!

თქვენი, საზოგადოების ბრალია რომ ხმის ამოღების გვეშინია, თქვენ რომ არ მოგვაძახოთ განათხოვარი ბო@ები ვართ და ნორმალური ქალი ოჯახს უნდა ინარჩუნებდეს ყველაფრის ფასადო!

არასოდეს არ გაბედოთ და არ ჰკითხოთ მსხვერპლ ქალს რატომ იტანდა და რატომ არ წამოვიდა “როცა პირველად დაარტყა” პასუხი ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ!

გვეშინია თქვენი, მე მეშინოდა თქვენი და იმ რეაქციების ახლა რასაც ნინუცას მისამართით ვკითხულობ!

თქვენ გვაიძულებთ ავიტანოთ და გავჩუმდეთ! ყველას არ აქვს ძალა ჩემსავით აიტანოს და გადაიტანოს ისე რომ ფეხზე დგომა არ გაუჭირდეს.

თვე ნახევარი ვიტანდი წამებას, ცემას, დამცირებას. თვე ნახევარი საპირფარეშოში და აბაზანაში არ მიშვებდა მარტოს კართან მელოდებოდა! ოთახიდან ოთახში არ გავსულვარ თვე ნახევარი მარტო! საკუთარი ოჯახი არ მინახავს მარტოს, ტელეფონზე ლაპარაკის უფლება არ მქონდა თვე ნახევარი, სპიკერზე თუ არ ჩავრთავდი და მას არ ეჭირა ტელეფონი, რომ ვინმესთვის რამე არ მეთქვა და არ გაეგო ვინმეს როგორ ვიყავი! იუთუბზე დაუკითხავად შესვლისთვისაც გავლახულვარ ბლაგვი საგნით!

თვე ნახევარი ვიყავი ტყვე, თვე ნახევარი არც ღირსება მქონდა და არც თავმოყვარეობა!

ძალიან მიჭირს ახლა დავალაგო აზრები, ამდენი წლის მერეც ისეთივე ტკივილია ამის გახსენება როგორის მაშინ იყო.

შეცვალეთ დამოკიდებულება,შეეშვით ღირსება შელახული, ნაცემი ქალების კიდევ ერთხელ ღირსების შელახვას!

ვიცი რომ უკან დიდი ალბათობით ეს პოსტი ცუდად შემომიბრუნდება, სადმე ოდესმე მომაძახებს ვინმე ამას მაგრამ მირჩევნია ვთქვა!

არ შეიძლება ჭკუა არიგო და განსაჯო ის ვის ადგილას შენ არ იცი რას იზამდი.

თქვენ არ იცით რას ნიშნავს გირტყამდეს კაცი ბევრი საათი იქამდე სანამ გონებას არ დაკარგავ! თქვენ არ იცით რას ნიშნავს გვერდით ოთახში მის ოჯახს ესმოდეს როგორ გაწამებს ოთახში და არაფერს აკეთებდნენ!

მე ვიცი!!!

მე გამოვცადე!!!

არ იცით რას ნიშნავს გტკიოდერ ყველაფერი და იძულებული იყო იცოცხლო!

მე ვიცი!

არ იცით რას ნიშნავს ქუჩაში გხედავდნენ “კაცები” როგორ გდიხარ ტალახში და გცემენ და თვალს გარიდებდნენ იმიტომ რომ მათი საქმე არ არის!

მეკითხებოდნენ “ამას როგორ ვერ მოერიეო” “ამას ისე დავარტყამდი სულს ამოვაძრობდიო”

ვერა, ვერ ვარტყამდი, განა იმიტომ რომ ჩემზე ძლიერი იყო, იმიტომ რომ იმ წუთას საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, ვერ განვიხილავდი ხელის შებრუნების ვარიანტს, მხოლოდ იმაზე ფიქრობ ამ დროს რომ დასრულდეს, დაიღალოს, დაგანებოს…

ხოდა გეყოფათ ამ ქალებზე ქირქილი!

დიახ ახლა ზუსტად ვიცი რომ ვერასოდეს ვერავი გამიბედავს იგივეს, ზუსტად ვიცი რომ არავისი აღარ მეშინია და ზუსტად ვიცი რომ ყველა მსხვერპლ ქალს შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს!

რატომ არ ვუჩივლე და იმ დროს ქალზე ძალადობისთვის არავის სჯიდნენ, იმ დროს არ ვიცოდი რომ მეც მქონდა უფლება ხმის ამოღების!

უბრალოდ კარგი მეგობარი მყავდა ვინც ჩემი ცვლილება და მათთან ჩამოშორება შეამჩნია, გაბედა, მოვიდა თავის ხელით ჩაალაგა ჩემი ნივთები და წამომიყვანა!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved