• რეკლამა
  • კონტაქტი
00:28, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა – თამარ მაყაშვილი ბესო ზანგურზე

ალია ავტორი - ალია
10:49 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „ფარულ კონვერტში“ 11 წლის წინანდელი ამბავი გაამხილა, როდესაც მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი იყო. ნინუცამ აღიარა, რომ მას ქმარი ხშირად სცემდა, მათ შორის, სცემა მაშინაც, როცა ორსულად იყო, საკუთარი ოჯახის წევრების თანდასწრებით.

ნინუცას დედას, ცნობილ მსახიობ, თამარ მაყაშვილს fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა და მისგანაც მოისმინა ამ ამბის შესახებ მოსაზრება.

როდის გაიგეთ თქვენი შვილის ოჯახური პრობლემის შესახებ?

თამარ მაყაშვილი:

ჩემო კარგო, რა საჭიროა იმის მოყოლა, რაც იყო 11 წლის წინ? რაც სათქმელი იყო, ითქვა გუშინ, არც ზედმეტი იყო და არც ნაკლები…

რუსთაველის თეატრმა ახლახან დაგმო ოჯახური ძალადობა… კომენტარებში კი ბესო ზანგურის გათავისუფლებას ითხოვენ…

ინტერნეტსივრცეში ნაკლებად ვარ, ამიტომ ეს განცხადება არ მინახავს. დიდი ხანია, ბესო გასათავისუფლებელია, მე რომ მკითხო, მაგრამ მე არავის საქმეში არ ვერევი, თვითონ იციან თავიანთი საქმე. ყველას მოუწევს პასუხისგება, როცა დრო დადგება… რამდენად ვერგებით ევროპულ სტანდარტებს, არ ვიცი, ამის გამო რომ გაათავისუფლონ… მათი გადასაწყვეტია, გაათავისუფლებენ თუ არა. ამაზე კომენტარი ნამდვილად არ მაქვს. მთელი ცხოვრებაა, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ბესო ზანგურის მიმართ. ვართ ასე… თუ ნინუცა დღეს დადის, ლაპარაკობს და იცინის, უმეტესად იმ ოჯახის დამსახურებაა, სადაც ის ცხოვრობს. რა გითხრათ?..

ნინუცას მოუნდა და გაასაჯაროვა ეს ამბავი…

თქვენ მიესალმეთ ამ ამბავს?

ყველაფერს მივესალმები, რასაც ზრდასრული ადამიანი იზამს ტუტუცობის, სისულელის, ღალატისა და უზრდელური საქციელის გარდა. მე არავის საქციელს არ ვეხები. ბესო იქნება, შალიკო თუ ნათელა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. კიდევ ვამბობ, ყველას თავისი მოეკითხება. ვიცოდი, რომ დამირეკავდნენ ჟურნალისტები…

იურისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.

ვფიქრობ, რომ 11 წლის მერე ხელების ქნევას აზრი არ აქვს.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ არის სწორი საქმის აღძვრა?

რა გითხრათ. ერთია, როცა მე ვთქვი და ამოვიღე ჩემი გულის ნადები და მეორეა საქმის აღძვრა. თუკი ამას დაიწყებ, მილიონი ამბავი მოჰყვება. საქმე თავის დროზე უნდა აღძრულიყო. ვიღაცას უნდა, რომ ქულა დაიწეროს, რადგან კარგი ადამიანია, იურისტია, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბესო ზანგურს ოჯახი ჰყავს, შვილები და ღმერთმა ისეთი მამა ამყოფოს, როგორიც საჭიროა. ნინუცას მიუწერა ერთმა, ალბათ, იმსახურებდა და ურტყამდაო. ღმერთმა ასეთ ხალხსაც გაუმარჯოს. ძალიან ლოიალური ადამიანი ვარ და არავის არაფერს ცუდს არ ვუსურვებ. 11 წლის მერე თქვა, გულის ნადები ამოიღო და ესეც მისი მოქალაქეობრივი უფლება იყო. დიდხანს იკავა თავი და ბოლოს მაინც გადაწყვიტა, რომ ეს გულიდან ამოეღო. მე ასე ჩავთვალე გუშინ.

თქვენთვისაც მძიმე იქნებოდა ამ ინტერვიუს ნახვა…

ყველას, ვინც ამის მომსწრე იყო, კიდევ ერთხელ დაუტრიალდა ის კადრები თვალწინ, რომლებიც ჩვენ ჩავასამარეთ და აღარ გვინდოდა საუბარი.

ანუ წლების განმავლობაში ერთმანეთთანაც არ გაგიხსენებიათ?

რა თქმა უნდა, არა. თავის დროზე, როცა იყო საუბარი და ჩვენ წამოვიყვანეთ ნინუცა, ვუთხარით, რომ არ უნდა შეშინებოდა, რადგან მარტო მე ვეყოფოდი ყველას… მშვიდად, წყნარად დაველაპარაკე იმ ბიჭს, შეიგნო და გაიგო, მას მერე არ გაკარებია ნამდვილად. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩემი შვილი დაწყნარებულიყო. როცა დაველაპარაკე, გაიგო და მას მერე ტერორი აღარ ყოფილა…

აშკარაა, რომ ძალიან გიჭირთ ამ თემაზე საუბარი, რადგან ეს თქვენი ცხოვრების გამოვლილი ტრაგედიაა…

რასაკვირველია. ეს არის მივიწყებული, დავასაფლავეთ, რაც მეტს ვსაუბრობთ, მით მეტად გვტკივა გული. მე როგორ მტკივა და რანაირად, ამაზე ვერ ვისაუბრებ ხმამაღლა. სოფიკო ჰყვებოდა, ვერიკოს რა ტკივილიც ჰქონდა, ასეთი უნდოდა, მაგრამ ღამე ხაოდა თავის შვილზე და დილას გამოდიოდა, ვერიკო იყო, ანჯაფარიძეო… ცუდი შედარებაა, მაგრამ…

თქვენი ოჯახი, როგორც ვხვდები, ამ თემას აღარ გააგრძელებს.

არა, რასაკვირველია. დაწყება რომ მდომებოდა, 11 წლის წინ დავიწყებდი. არანაირად. შეიძლება, ეს არ არის სწორი სვლა. შეიძლება, ჯობდეს ამის გამოაშკარავება…

ბევრი მიესალმა, რომ ნინუცამ ისაუბრა ამის შესახებ საჯაროდ…

ბევრმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა, მითხრეს, რომ ნინუცამ მათი სათქმელიც თქვა. ისინიც იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.

ბესო ზანგურმა „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და ნინუცამ ფინანსური დაინტერესების გამო გახსნა ეს კონვერტი.

ერთს გეტყვით – ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი!.. შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა. მე ეს მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი. ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს. ეს მარტო მე არა, მთელმა ქალაქმა იცის. როგორც არტისტს, მას არ ვეხები, მაგრამ მის პიროვნებაზე ეს მოსაზრება მაქვს. მეტი სიტყვა არ მახსენდება. თავის დროზე ვუთხარი. სისულეები ჩემზეც წერა და მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მდაბიოების დონეზე ვერაფრით დავალ!.. არ ამიკრძალავს შვილთან მოსვლა, არც არაფერი… მის სინდისზე იყოს. ფინანსური პრობლემა ნინუცა მაყაშვილს არ აქვს. და ჰყავს ჯერ ისეთი, მერე თავადაც ვირივით მუშაობს, ასე რომ, ფინანსურ ინტერესზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს!..

წყარო: ფორტუნა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

13:21 01-21-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved