• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
15:11 04-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს.

თამარ გაბუნიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები მტკივნეული საკითხია.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები პანდემიის პირველი დღიდან ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მტკივნეული საკითხი იყო და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო მსჯელობა და ის მექანიზმები რაც დადგინდა, დადგინდა ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე, რომ რისკები იმ მოსახლეობას, რომელსაც შესაძლოა ჰქონოდა პირველი და უშუალო კონტაქტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებთან, რომლებიც იმ რეგიონში იმყოფებოდნენ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეშ, არ ყოფილიყო გავრცელებადი.

კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, თუმცა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი როდესაც საგანგებო სამსახურის მართვის აქტიური ძალისხმევის შედეგად ბევრმა პაციენტმა მიიღო სწრაფი და მაღალი ხარისხის დახმარება როგორც სამეგრელოს რეგიონში არსებული დაწესებულებებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებში, თბილისში და სხვა რეგიონებში.

აქედან გამომდინარე კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ ეს იქნება მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, გაბუნიამ საქართველოში ვირუსის გავრცელების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია კოვიდ 19-ის ფართო გავრცელება.

მისივე თქმით საუბარია კლასტერებზე, რომელთა იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შესაძლებელია.

„გავრცელება არის ფართო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კლასტერებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომელიც რომელიმე კონკრეტულ კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისი, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება. ამდენად, რისკები ვირუსის შემდგომი გავრცელების რა თქმა უნდა მაღალია“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved