• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

(ვიდეო) – “ჩვენ არ გავჩერდებით!” – “ფორმულა”

ალია ავტორი - ალია
14:48 04-09-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

თებერვალში თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს. ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს. 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდასხმა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციისა და ძალადობრივი ფონის გაგრძელებაა. ამაზე მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

იგი მოუწოდებს ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიასა და დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ მედიაზე გახშირებული თავდასხმებით.

“მანქანაზე, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები და ფორმულას მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს.

მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე ფორმულას მძღოლს, რომელიც ნაცემია, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მან ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვა, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელი არ დაგვესახელებინა.

ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესებას. ეს გრძელდება მას შემდეგ რაც ვახო სანაიაზე განხორციელდა კიდევ ერთი თავდასხმა.

ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას მათ დეპუტატებს და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა გამომწვევია ყველა ასეთი ტიპის პრობლემის.

ჩვენ გვსურს ნინო ლომჯარია ასევე დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და მათაც მოახდინონ პროცესებში ჩარევა”, – თქვა ზუკა გუმბარიძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved