• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ლარით შემცირდა მდინარაძის მეუღლის ხელფასი? – მხარდაჭერა, რომელიც გაიეფდა

ალია ავტორი - ალია
20:09 03-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

რას არ გაიგებ, ადამიანი, რომელიც „ალიას“ კითხულობ და „ალიას“ მკითხველმა ჯერ კიდევ  შარშან შეიტყო, რომ არსებობს ასეთი სამსახური – საქმისმწარმოებლის მხარდამჭერი!

საქმისმწარმოებლის მხარდამჭერი სამსახურის უფროსის ხელფასი 2018 წლის 10 თვეში 30 900 ლარი იყო.

2020 წელს შემცირებია ხელფასი და 12 თვეში – 27 646 ყოფილა საქმისმწარმოებლის მხარდამჭერის უფროსის ანაზღაურება – თვეში დაახლოებით 2 303 ლარი!

ამ ფასად, საქმისწარმოებას კი არა, რომელიმე პარტიასაც კი უჭერენ ადამიანები მხარს!

მე მხარს ვუჭერ საქმისწარმოებას – ჩამირიცხავთ 2 303 ლარს?

გადასაგებია, მხარდაჭერაში იგულისხმება ტრენინგები, მაგრამ ნუთუ საჯარო სამსახურებს არ შეუძლიათ საქმისმწარმოებელი თავად დაატრენინგონ? საჯარო სამსახურის ვაკანსია რომ ნახო, ისეთი მოთხოვნებია, გეგონება, ყველაფერი უნდა იცოდე, რომ დასაქმდე და საქმისწარმოებაც თუ არ იციან, როგორ იღებთ სამსახურში?

პროტოკოლი რომ შეიქმნას ერთხელ საქმისწარმოების, მზა მითითება რომ დაიდოს საქმისწარმოების – წაიკითხონ და აზრი გამოიტანონ, არ შეიძლება?

არ დაგღლით და გეტყვით, 2018 წლიდან საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მეუღლე – ნათია კუნჭულიაა.

ასე შემცირებია მამუკა მდინარაძის მეუღლეს იმ თანამდებობისთვის გამოყოფილი სახელფასო სარგო, რომელი თანამდებობაც სულ რამდენიმე წლის წინ, არც კი არსებობდა. ეტყობა, საქმისწარმოების მხარდაჭერის ფასმა ბაზარზე იკლო.

არადა, ზეთი 8 ლარი გახდა, ხელფასის შემცირება იქნებოდა, ახლა?

ვითხოვთ, გაიხსნას ხალხის მხარდასაჭერი სამსახური!

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved