• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კერძო სახლებში გრიალებენ! აუზებში პირდაპირ ტანსაცმლიანად და ფეხსაცმლიანად რომ ხტებიან, იმ ვიდეოებს გავუგზავნი, უნდათ? იკითხონ, რამდენი სახლი ქირავდება…” – ასმათ ტყაბლაძე

ალია ავტორი - ალია
20:06 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

„ალიას“ ესაუბრება მსახიობი, რესტორატორი ასმათ ტყაბლაძე.

– მესამე ტალღას აანონსებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს ქვეყანა, ამჯერად, როგორც რესტორნის მფლობელს, ისე გეკითხებით, ერთი შეხედვით, რესტორნები გაიხსნა, მაგრამ საღამოს ვერ მუშაობთ, შაბათ-კვირას ვერ მუშაობთ – რა მოგცათ ასეთმა გახსნამ?

– არ ვიცი, რატომ აანონსებენ ამ მესამე ტალღას, არაფერი მომატებულა ჯერ საერთოდ, მკითხავებივით წინასწარ გვეუბნებიან. იცით, რა ცუდად გვექცევიან ჩვენ? ამ ვითომ გახსნით, კიდევ უფრო მეტად გვიტირეს დედა. საღამოს 8-9 საათზე იწყება რესტორნის მუშაობა და 9 ზე უნდა დაკეტოთო. გამოდის, უნდა ვიხადოთ გადასახადები, დავიდოთ ვალები და მეტი არაფერი. ყველა გადასახადს მოემატა 50 პროცენტი, დენსაც, გაზსაც, წყალსაც, ყველაფერს… 50 პროცენტი მოემატა კომერციული სექტორისთვის კომუნალურ გადასახადებს. ტურისტები შემოვიდნენ, ნებადართულია, დადიან ქუჩაში და საჭმელს ვერსად ჭამენ, დაკეტილია ყველაფერი. რაღაცა რეგულაციის დაცვით მოგვეცით უფლება გავხსნათ. სამმა კაცმა გამოიარა და მკითხა, სად ვჭამო საჭმელიო, არ ვიცი სად უნდა ჭამოს.

– სად და სასტუმროს რესტორანში.

– სასტუმროები თავიანთი ახლობლებისაა და კი, ბატონო! სასტუმროში თუ შეიძლება რესტორანი იყოს გახსნილი, ჩემთან რატომ არ შეიძლება? რესტორნის კლასტერი თბილისში არ ყოფილა, ზოგს ავტობუსში გადაედო, ზოგს სამსახურში, ზოგს სახლში, ზოგს მეზობლად – რესტორნის კლასტერი თბილისში არ ყოფილა! არ არის მთავრობა სწორი ამ საკითხში, არანაირად, სადაც უნდათ, იქ დავსხდეთ და დავუმტკიცებ, რომ არ არის სწორი!

– საუბრობდნენ, რომ რესტორნების ბიზნესს დაეხმარებოდნენ, რამე ტიპის დახმარება მოგიწიათ?

– ჯერ არაფერი. დაგვპირდნენ, ვითომ… დახმარება კი არა, იქეთ ვართ ხარჯში. მეპატრონე მეუბნება, მთავრობამ თქვა, რესტორანი გაიხსნა და უნდა გადამიხადო იჯარაო, ასე ეუბნებიან ყველა რესტორანს – მთავრობამ 3 საათით გახსნა, თუ 4 საათით, მეპატრონეს არ აინტერესებს, ხომ გახსნაო, გეუბნება. მთავრობამ ცუდი საქმე გაგვიკეთა. ან საერთოდ არ უნდა გავეხსენით, ან მუშაობის უფლება უნდა მოეცათ. ახლა, ამ მომენტისთვის მკვდარია ეს ბიზნესი, არ ვიცი, როდის და როგორ გაცოცხლდება. შაბათ-კვირას არ ხსნი რესტორანს და კაფე-ბარს – სამაგიეროდ კერძო სახლებში გრიალებენ! აუზებში პირდაპირ ტანსაცმლიანად და ფეხსაცმლიანად რომ ხტებიან, იმ ვიდეოებს გავუგზავნი, უნდათ? იკითხონ, რამდენი სახლი ქირავდება… არ აინტერესებთ… იმ კერძო სახლებში არც სიცხეს არავინ არავის უზომავს, არც დისტანციას აკონტროლებს ვინმე, რესტორნებისგან განსხვავებით. ქორწილებს, დაბადების დღეებს, ყველაფერს კერძო სახლებში იხდიან, ზუსტად ვიცი, ჩემი ნაცნობები რომ დადიან და ემსახურებიან ასეთ სახლებს, მინიმუმ კვირაში ორჯერ. მე თუ ვიცი, თავად არ იციან? კარგად იციან!

„ალიამ“ დარეკა რამდენიმე კერძო სახლის მფლობელთან, ვუთხარით, რომ სახლის დაჯავშნა გვინდა აპრილის ბოლოს – გვითხრეს თანხმობა. ვიკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაანონსებული მესამე ტალღა იქნება და ქვეყანაში სრულად ჩაიკეტება, ხომ არ გაგვიუქმებენ ჯავშანს? – გვიპასუხეს, რომ არა.

– მეზობლებმა რომ დარეკონ საპატრულო პოლიციაში? – ვეკითხებით ერთ მეპატრონეს.

– ამ ფასში შედის დინამიკები, მაგრამ თუ თქვენ დამატებით იქირავებთ დინამიკებს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მოგაქირავოთ, ამ შემთხვევაში, აივნის კარი უნდა დახუროთ გვიან საღამოს, მეზობლები რომ ხმებმა არ შეაწუხონ…

– არა, ხმაური არ მიგულისხმია…

– ჩხუბი იგულისხმეთ? თუ სრულწლოვნები იქნებით და ჩხუბი არ მოხდება, რატომ უნდა გამოიძახონ… თუ არასრულწლოვნები იქნებიან, უნდა დარწმუნდეთ, რომ არ იჩხუბებენ…

– ქვეყანა თუ ჩაიკეტა და ისევ აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება, მაგ შემთხვევაში რა ხდება, მაგას ვკითხულობ, წინა ლოქდაუნის დროს, ვინმეს გააუქმეთ მაგის გამო ჯავშანი?

– არა, ეგ არ გემუქრებათ.

სხვათა შორის, უკვე ქირავდება კლუბური სახლები, კი, ზუსტად ამ სახელწოდებით, ქირავდება სახლი, რომელსაც ცალკე აქვს 100 კვ.მ.-მდე საცეკვაო მოედანი, კლუბური განათება – ლაზერული, სენსორული, დისკო ბურთები, ჰყავს თავისი დიჯეი, აქვს ე.წ. კლუბური ბოლი ეფექტებისთვის, დინამიკი, ბასავიკი, მიქშერი, აქვს ბარი, ყავის და ლუდის ჩამოსასხმელი, ჰყავს მომსახურე პერსონალი და ა.შ.

ასე რომ, კლუბური ცხოვრება და რესტორნები არსად გამქრალა, ისინი უბრალოდ იატაკქვეშ აგრძელებენ საქმიანობას, სხვა სახელით და სხვა მისამართზე.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ასმათ ტყაბლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved