• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,…მაგრამ მაცივარში ისევ უთო გვექნება შენახული…”

ალია ავტორი - ალია
00:46 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას ასე ეხმაურება:

,,ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით გახარიაზე, თუ შეიძლება…

თავდაპირველად მის ძლიერ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება:

  1. პანდემიის პერიოდში გახარია პანიკაში არ ჩავარდნილა. ავად თუ კარგად, სიმშვიდით შეხვდა ურთულეს გამოწვევას. პირველ ეტაპზე მოახერხა ძალების მობილიზება, ელემენტარული დისციპლინის დამყარება სამთავრობო უწყებებში, რათა კოვიდის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს გავმკლავებოდით. საზოგადოების ნაწილში ის სიმშვიდესთან და წესრიგთან ასოცირდება.
  2. საერთაშორისო აქტორებისთვის და ადგილობრივთა ნაწილისთვის შთამბეჭდავი იყო მისი თანამდებობიდან წასვლის სცენაც. ვიღაცებმა მისი გადადგომა აღიქვეს თავგანწირვად არეულობების თავიდან აცილების მიზნით. თითქოს გახარიამ დაამტკიცა, რომ მისთვის თანამდებობა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.
  3. გახარიას უმთავრესი უპირატესობა მისი კონკურენტები არიან. უმრავლესობა დასანახავად ვერ იტანს ამ სპეკულიანტ და მიშას მონა ოპოზიციონერებს, ხალხს მოყირჭდა მათ უპრინციპობასა და მიდებ-მოდებაზე დაკვირვება. გახარია არწივისთავიანი ლომია კობახიძესა და თალაკვაძესთან შედარებით, ბრჭყვიალებს მათ ფონზე.

თუმცა, გახარიას წინააღმდეგაც მეტყველებს არაერთი გარემოება:

  1. ხელისუფლებაში ყოფნისას მას უამრავი საშინელება აქვს გაკეთებული. მაგალითად, ხელი აქვს მოწერილი ნამახვანის პროექტზე, არ აქვს პასუხები 20 ივნისის დარბევის შესახებ დასმულ ყველა კითხვაზე. ბოლო წლებში ამ ქვეყანაში დატრიალებულ სხვა უბედურებებზე იგი თავის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
  2. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში წესით და რიგით პრემიერი უნდა იყოს ნომერ პირველი ფიგურა. მას უნდა ჰქონდეს გავლენა პარლამენტზეც, მინისტრთა კაბინეტზეც… კობახიძეები და თალაკვაძეები ვერ უნდა აიძულებდნენ პრემიერს ასე მარტივად გადადგომას და გაქცევას. პრემიერი თავის გუნდში რაღაცას უნდა ნიშნავდეს, მას ანგარიშს უნდა უწევდნენ. პრემიერი, რომელსაც ასე მარტივად გააგდებენ თანამდებობიდან, ბოლომდე სერიოზულ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. პრემიერი გახარია უფრო მეტად ჰგავდა მაღალი რანგის დაქირავებულ მენეჯერს და არა პოლიტიკურ ლიდერს.
  3. პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური, ფინანსური და მედია რესურსები. გუნდის, ფულისა და მედიის გარეშე გავლენის მოპოვება შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით რა რესურსები აქვს გახარიას? ვინ დგას მის გვერდით ან უკან?

მთავარი დასკვნა: ქართულ პოლიტიკაში ბრძოლები მიმდინარეობს მეორეხარისხოვან საკითხებზე – ვინ იქნება მთავრობაში? ვინ უფრო ხელსაყრელ გარემოს შექმნის ბიზნესისთვის? ვინ უფრო კარგად დაიცავს ინვესტორს? ვინ უფრო შეამცირებს სახელმწიფოს როლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში?
გახარია სადაც არ უნდა წავიდეს, მაინც ბიზნესომბუდსმენად დარჩება. ცენტრალური საკითხები – დასაქმება, შრომის უფლებები, განათლება, ეკოლოგია, კეთილდღეობა, ადამიანების დაცვა ბაზრის დიქტატურისგან, მისთვის საინტერესო არასდროს იქნება!

მაშასადამე, ტელევიზორში პოლიტიკური გადაცემებისთვის თვალის მიდევნება შეიძლება უფრო საინტერესო გახდეს, მაგრამ მაცივარში ისევ უთო გვექნება შენახული.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved