• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორი ფანჩატურა, ღორღის ბალიშები – “გამყრელიძის უწყება ეზოს მოსაწყობად ტენდერს აცხადებს!”

ალია ავტორი - ალია
21:38 03-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

13 მარტს საქართველომ დიდი ყუთი მიიღო, რომელიც ამაყად გახსნა ამირან გამყრელიძემ – ყუთში 43 200 დოზა იყო ასტრაზენეკას ვაქცინის. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ადამიანი ორი დოზით უნდა აცრა, სულ აიცრება 21 600 ადამიანი.

„ცხრა ძმამ ერთი თხილის გული გაიყო“, როგორც ვიცით, მაგრამ რომელიმეს იმ ცხრა ძმიდან ვკითხეთ, ეყო რო? გაიყვეს, მაგრამ არგოთ?

ორი კვირის წინ, როცა გაირკვა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას იმიტომ ვერ მივიღებთ, რომ ვიღაცას სამინისტროდან წერილის გაგზავნა დაავიწყდა, თუ ვიღაცას ტელეფონთან ჩაეძინა, პაატა იმნაძე გვიმტკიცებდა, ერთი კვირით ადრე აიცრება რამდენიმე ათასი ადამიანი, თუ ორი კვირის მერე, ეგ არაფერს ცვლის, რადგან ვაქცინაციის პროცესის დაწყება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ, მოსახლეობის 60 და მეტი პროცენტის აცრაო. კარგია ამდენი ჩხუბის, ამდენი ლანძღვის და ამდენი მოთხოვნის შემდეგ 21 600 ადამიანს რომ ავცრით, მაგრამ საკმარისია? გვარგებს? ისე არ დაგემართოთ, ბატონებო, ზაფხულში რომ კორონავირუსის დამმარცხებელ გმირებად წარგვიდგინეთ თავი და შემოდგომაზე კიდევ ტესტირების პასუხების გადაგზავნასაც  ვერ აბამდით თავს, სასწრაფოც კი ვერ მოდიოდა დროულად! გვიხარია, რომ გიხარიათ, მაგრამ ჯერ ის გვითხარით, რა გიხარიათ? ერთ-ერთ პირველებს რომ უნდა მიგვეღო ვაქცინა და ერთ-ერთმა ბოლოებმა მივიღეთ, ეგ? მეტი დოზა რომ უნდა გვქონოდა მარტში მიღებული მთლიანობაში და ნაკლები მივიღეთ – ეგ? ვაქცინაციის გეგმას რომ დაგვიანებით ვიწყებთ, ეგ? ახალ წელს რომ იანვრის ბოლომდე აღვნიშნავთ, ისე არ მოგივიდეთ და ტელეფონთან არავის ჩაეძინოს – როგორც პაატა იმნაძემ გვითხრა, სანამ 60 და მეტ პროცენტს არ აცრით მოქალაქეების – პანდემიას არა ეშველება რა და სიხარულს რომ მორჩებით, იქნებ შემდეგი პარტიის შემოტანაზეც გეზრუნათ, თორემ, თქვენი ანონსი რომ კინოს არ ემთხვევა – ეგ სერია უკვე გავიდა, თან არაერთხელ.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ელექტრონულ სისტემაში შეიყვანენ აცრილი ადამიანების მონაცემებს, ასევე მისცემენ ე.წ. კოვიდპასპორტს. ეს ელექტრონული სისტემა ერთიანი იქნება, თუ მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ექნება მასზე წვდომა და ყველგან „კოვიდპასპორტი“ უნდა ვატაროთ, ამაზე ჯერ არაფერი უთქვამთ. უცნობია, ამ ეტაპზე ისიც, რისგან გვიცავს ვაქცინა, ბოლოსდაბოლოს, ზოგი უცხოური მედია წერს, რომ ვაქცინა არ გიცავს ვირუსის გადადებისგან, უბრალოდ, მსუბუქი ფორმით გადაიტან ინფექციას. თუ ვირუსის დამართებისგან არ გიცავს და გადამდებიც შეიძლება იყო, რას გშველის, აბა. „კოვიდპასპორტი“? – სულს უხარია? და დავუშვათ აცრილი ხარ, „კოვიდპასპორტიც“ გაქვს და ისე ხარ ვირუსის მატარებელი, უსიმპტომოდ, რომ არც იცი, არ ერიდები ხალხთან კონტროლს და გადასდე მას, ვინც ფიზიკურად ვერ გაიკეთა ვაქცინა – მერე რა ხდება?

და საერთოდ, როგორც იქნა, ჩამოგატანინეთ ვაქცინა, რომელსაც თქვენ უფასოს ეძახით და სინამდვილეში კი ბიუჯეტიდან იყიდა ქართველმა ხალხმა, როდის იწყებთ ვაქცინის პროპაგანდას? ანტივაქსერებზე რომ ლაპარაკობთ, ვაქცინის პროპაგანდის კამპანიას როდის იწყებთ? დაიწყეთ, მარტო მუშაობთ და არ იცით როდის იქნება მზად? დაიწყეთ და არ ჩანს? დღე არ გავა უამრავმა ადამინმა არ დაგვირეკოს კითხვით – ამ ვაქცინებს პენსიონერებს იმიტომ გაგვიკეთებენ, რომ ჩვენი ამოწყვეტა უნდათო? ჩვენ უნდა გავცეთ ამაზე ხალხს პასუხი, თუ თქვენ? სადაც არ არის ინფორმაცია, იქ უამრავი მითი და შიში ჩნდება. იქნებ, სპეციალურადაც არ იწყებთ ამ კამპანიას, ახლა უამრავ ადამიანს აქვს სკეპტიციზმი ამ ვაქცინებთან დაკავშირებით და ვაიდა, მერე, ამ რიცხვმა იკლოს და ყველას მოუნდეს აცრა, მაგდენზე გაქაჩვის თავი არ გექნებათ და უარესად მოგეხაზებათ.

ბატონებო, ვაქცინაცია უფასოა, მაგრამ ბიუჯეტიდან მილიონები გადავრიცხეთო, რომ გვიყვებით, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყველაფერი უფასო თუ გგონიათ, თქვენი ხელფასებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და უხელფასოდ რამდენი დღე იმუშავებთ? რეალურად უხელფასოდ? ხო, აბა, ნუ დაგვძახით უფასოა, გვითხარით, რომ ბიუჯეტიდან უკვე გადახდილია ვაქცინის ფული!

82 დაწესებულებაა ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყებაო, მართალია 82 სპეციალური მაცივარი არ გვაქვს, ამიტომ ალბათ, სწრაფად იმუშავებთ, რომ არ დაკარგოს სარგებლიანობა ვაქცინამ. იმედია, დროულად გაუკეთებთ ამ ადამიანებს ვაქცინის მეორე დოზას.

ამასობაში, ჯერ არც ის ვიცით, ვაქცინა რამდენ ხანს მოქმედებს, არსებობს საშიშროება, რომ 6 თვე მოქმედებდეს, ან ერთი წელი, იმედია, მეტ ხანს იმოქმედებს, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ სანამ მოსახლეობის 30 პროცენტს აცრით, 6 თვე გავიდეს და ეს 30 პროცენტი თავიდან გახდეს ასაცრელი და ასე წრეზე არ ვიაროთ!

მოკლედ, ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია, სიხარული ნაადრევია, სანამ მოსახლეობის 60 პროცენტს არ აცრით და რაც სწრაფად აცრით, მით მალე იქნება შესაძლებელი პანდემიის დასრულებაო, გვითხარით, მაგრამ იქნებ, ისიც გვითხრათ, როგორ აპირებთ მოსახლეობის დარწმუნებას ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრას, მაშინ როცა საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ღიად მოუწოდა მღვდლებს, არავინ გაბედოს ვაქცინაციის პროპაგანდა და მეტიც, ასევე ღიად და საჯაროდ სთხოვა მრევლს, ჯერ დააკვირდეს გარდაცვალების შემთხვევასთან კავშირში ხომ არ არის ვაქცინაცია?

ანდრია ჯაღმაიძე:

„დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევა იყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“

უკვე აგორდა ჭორი სოციალურ ქსელში, იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველომ ასტრაზენეკას მისთვის გამოყოფილი დოზა კი არ მიიღო, არამედ, იმ ქვეყნებმა მოგვიგდეს, სადაც შეჩერდა ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრა!

ამ დროს კი, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არ აიცრება ასტრაზენეკას ამ პარტიით და სხვებს დაუთმობს მის აცრას!

პრემიერი ჩუმადაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის პროპაგანდას არ იწყებენ!

ამირან გამყრელიძემ ექიმებს მოუწოდა ვაქცინის გაკეთებისკენ, თუმცა, ექიმი მინისტრი რომ არ აპირებს აიცრას, ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასობაში კი, „ალიასგან“ ექსკლუზიურად შეიტყობთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 12 მარტს ახალი ტენდერი გამოაცხადა – „სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.“ – რისთვისაც გამოყოფილია 110 ათასი ლარი. 110 ათასი ლარი ეზოს კეთილმოწყობისთვის. ამ დროს ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის, პირდაპირი გაგებით და ზოგ ქართველ ოჯახს, ასევე პირდაპირი გაგებით, საერთოდ არა აქვს ჭერი, ჩვენ კი 110 ათასი გვემეტება გამყრელიძის უწყების ეზოს კეთილმოსაწყობად… მოეწყობა სარწყავი სისტემა, ორი ფანჩატურა, ღორღის ბალიშები და ა. შ. და ა. შ. ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ფანჯარასთან რომ უნდა დავსხდეთ და თვალი გავახაროთ, იმის დროა, თურმე… პრინციპში, ვიტყუები, 110 ათასი კი არა, უფასოდ მოხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა, რადგან ამ თანხასაც ბიუჯეტიდან გადავიხდით, ვაქცინის საფასურისა არ იყოს და რასაც ბიუჯეტიდან ვაკეთებთ, ყველაფერი ხომ უფასოა?

ასევე, 2 მარტს გამოცხადებული ტენდერით, 87 ათასი ლარია გამოყოფილია, (სრულიად უფასოდ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან), სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ტერიტორიაზე ქიმიური ლაბორატორიის მოწყობისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოებისთვის“. რაც მეტ ლაბორატორიას ააშენებთ, მაგას რა სჯობს, ინფექციურ საავადმყოფოში სულაც წვიმის წყალი ჩადის.

გარდა ამისა, ასევე სრულიად უფასოდ, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 237`832 ლარი ტუბერკულოზითა და აივ ინფექცია/შიდსით დაავდებული პაციენტებისთვის საკვებისთვის – საუბარია ამბულატორიულ პაციენტებზე და ტენდერის პირობებში ნათქვამია, რომ 1550 საკვები პროდუქტის ნაკრები უნდა იქნეს შესყიდული 237`832 ლარად. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ტუბერკულოზითა და აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის კვება უმთავრესია და სწორედ ამიტომ აპირებენ მათთვის პროდუქტების გადაცემას.

რას მოიცავს ერთი კალათა? – შაქარი 2 კგ., ბრინჯი 2 კგ., ჩაი 400 გრ., ხსნადი ყავა (130 გრ) 1 ც., მაკარონი 5 კგ., ფქვილი 3 კგ., ლობიო 3 კგ., წიწიბურა 3 კგ., ზეთი 4 ლ., მარილი 1 კგ., შოკოლადი 1 კგ., შესქელებული რძე 1 ც. და ხორცის კონსერვი (225 გრ თითო) 2 ც. – თითო ასეთი კალათის შესაძენად გამოყოფილია (237 832 გაყოფილი 1550) 153,44 ლარი. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების საყიდლად 153 ლარი რომ არის საჭირო, რთული გასაგები არ უნდა იყოს, რა ფასებია ქვეყანაში და როგორ იკვებებიან პენსიონერები, მაგალითად.

რას ვიზამთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით იმ ქვეყნად, სადაც სრულფასოვანი კვება მაკარონის, ბრინჯის, შაქრის, ყავის, ჩაის, ფქვილის, ლობიოს, წიწიბურას, ზეთის, შოკოლადის, შესქელებული რძის და ხორცის კონსერვის ჭამა/დალევას ნიშნავს.

ამის შემდეგ კითხვა, რატომაა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ჩაკეტვაც და პანდემიაც რთულად გადასატანი – აღარ უნდა გაჩნდეს, წესით. თუ მართლაც ვაქცინაა ხსნის გზა, წესით, ახლა ფანჩატურებით კი არა, ვაქცინაციის პროპაგანდით უნდა იყოს დაავადების ეროვნული ცენტრი დაკავებული, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას თავის ფანჩატურა ესიზმრება.

დამატება: დღეს 27 წლის ექთანს ვაქცინაციის შედეგაც ალერგიული შოკი განუვითარდა, იგი კომატოზურ მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა ჩატარდა, როგორც გვითხრეს, სპეციალისტებმა იმსჯელეს, იმსჯელეს და დაასკვნეს, რომ ვაქცინაცია არ შეჩერდება.

“არც დაგეკარგება და ვერც მიიღებო”, ისე არ გამოვიდეს, თორემ, არ შეჩერდება და როდის ჰქონდა სტარტი აღებული? ისედაც სვენებ-სვენებით არ მიდიოდა?

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ამირან გამყრელიძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ახალი ამბები

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

13:47 06-19-2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

10:23 06-19-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved