• რეკლამა
  • კონტაქტი
02:57, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მოხვდა “დედა ეტ@@ვნება”, “@ლე” და სხვა უცენზურო სიტყვები ჩანაწერში? – სოზარ სუბარის განმარტება

ალია ავტორი - ალია
13:51 03-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას გუშინდელზეც და არა მხოლოდ ამაზე, ვიტყვი, რა არის განსხვავებაა ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის.  არაადამიანურობა, არაცივილიზებულობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდ-ის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ძლივს გადარჩა სიკვდილს ვალერი გელაშვილი. 

არაადამიანურობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის იძახებენ კუდ-ის მაღალჩინოსნებს, შს მინისტრის მოადგილე და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები იტაცებენ, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აჰყავთ სასაფლაოზე აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, ეს არის არაადამიანურობა. 

არაადამიანურობა არის, როდესაც ამის შემდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო საგამოძიებო უწყებები ერთად აყალბებენ ამ საქმეს. 

არაადამიანურობა არის, როდესაც ამის შემდეგ გამოდის შსს-ს მაღალჩინოსანი და აცხადებს ტელევიზიით, თითქოს მოხდა არა ამ ადამიანის მოტაცება, უკანონო წამება, არამედ სვანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორს ანგარიშსწორება, ეს არის სიცრუის მანქანის მოქმედება და ეს არის არაადამიანურობა.

ადამიანურობა არის ის, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასობრივი შეტევა, ბულინგი ხდება, არამხოლოდ უცენზურო სიტყვებით, არამედ წარმოუდგენელი სიტყვებით. ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, რამეს ხომ არ აპირებთ, მაშინ რად გინდა შვილო, ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ნორმალურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის, ორ სამყაროს შორის. ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როდესაც ადამიანებს იწერენ უკანონოდ, ამაზე აღძრულია საქმე დამნაშავეც დადგინდება და იმედია, დაისჯება კიდევაც.

რაც შეეხება ავთენტურობას, ამასთან დაკავშირებით წუხელ არ ყოფილა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რაც პირველივე დღეს ვთქვით, რომ არის ათეულობით ჩანაწერი, საიდანაც არის ამოკრეფილი სხვადასხვა სიტყვები, მათ შორის უცენზურო ლექსიკით გამოხატული. ეს არის კონპილაცია გაკეთებული და გაკეთებულია რაღაც ცუდი მოსასმენი ტექსტები, სხვა არანაირ მუქარასთან დაკავშირებით იქ ლაპარაკი არ ყოფილა. ქმედება, რომელსაც არ ყავს დაზარალებული. ბუნებრივია, დანაშაული ვერ იქნება და დანაშაულის ნიშნები ვერ იარსებებს, რა ნიშნებიც არსებობს. დავინახეთ – მივიდა ადამიანი ელაპარაკა, ბავშვმა თქვა, რომ მეტს აღარ ვიზამ და ამის შემდეგ წამოვიდა უკან, ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები და მეზობლები, არანაირ მუქარა არანაირი ძალადობა, ბულინგი არ ყოფილა, განსხვავებით იმისგან, რაც ხდებოდა საპირისპირო მხრიდან“

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved