საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველო პოლიტიკურად უკან იხევს და ამაზე ბრიუსელში ყველა საუბრობს.
“საქართველო ჩვენს პარტნიორად მიგვაჩნია, სულერთი არ არის, რა ხდება ქვეყანაში. საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა მოგვარდეს, რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ უნდობლობის გაღრმავებას, გაიზრდება არათანამშრომლური ატმოსფეროც.
ჩვენთვის საქართველო პოლიტიკურად უკან იხევს, ეს ღია შეფასებაა და ამაზე ბრიუსელში ყველა საუბრობს. შეშფოთებული ვართ, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს უკან დახევა, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს პოლიტიკური კონსოლიდაციის, რეფორმებისა და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზას” – აცხადებს ევროპარლამენტარი.
კომენტარები