• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაჟინებით მოვუწოდებთ…” – წერილს ხელს 22 უცხოელი დიპლომატი აწერს

ალია ავტორი - ალია
14:28 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

22 დიპლომატი საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნეს.

წერილში ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები თავს საქართველოს მეგობრებად მიიჩნევენ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველო ხალხის გამძლეობით საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე და მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი. საჭიროების შემთხვევაში კი არც კრიტიკას მორიდებიან. 

“შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით საქართველოში, მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შტურმით აეღოთ წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დაეკავებინათ მისი ლიდერი. 

მისი არგათავისუფლება შეუძლებელს ხდის გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხის მოგვარებას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი განაპირობა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. საქმის ასეთი განვითარება არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის და გლობალური პანდემიის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში დასავლეთის სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. ამით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები საქართველოში განვითარებული მოვლენებით”. – ნათქვამია წერილში. 

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დემოკრატია განსაცდელის ქვეშ მათ ქვეყნებშიც დგება, თუმცა, დასავლეთში ინსტიტუტები შენარჩუნდასამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლების წყალობით. 

“ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა გრძელდება, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას. 

არჩეული მთავრობები ვალდებულები არიან, შეასრულონ თავიანთი ამომრჩევლის მისწრაფებები, სურვილები, დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდნენ. 

ოპოზიციის არჩეულ პოლიტიკოსებს აქვთ თავიანთი საჩივრების სამართლიანად განხილვის უფლება, ისევე, როგორც უფლება, გამოიყენონ ევროკავშირის ან სხვა პოტენციური შუამავლის მიერ შეთავაზებული მედიაციით მიაღწიონ გამოსავალს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოყენონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები და გააძლიერონ საქართველოს დემოკრატია. 

ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავიანთი ქვეყნის წინსვლას პრობლემის მშვიდობიანი საშუალებებით და სამართლებრივი არხებით მოგვარებით. 

მათი საერთო მიზანი იყოს, შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ყველა ამომრჩევლის ნებას და ამასთან, ექნება ქართველი ხალხის სრული ნდობა, რათა ქვეყანა წინ წავიდეს”.

დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ საქართველომ გაუძლო დემოკრატიის წინა ტესტებს. ყველა წინა კრიტიკული მომენტში, მათმა ლიდერებმა გადადგეს ნაბიჯები კრიზისიდან ამოსვლის მიზნით და ქვეყანას მისცეს საშუალება, ყოფილიყო დემოკრატიული ტრანზიციები.

“საქართველოს ახლა მორიგი გადამწყვეტი მომენტი აქვს, რომელსაც ზოგიერი ეგზისტენციალურსაც უწოდებს.

მთავრობამ, როგორც ძალაუფლების მფლობელმა, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლო დროინდელი მოვლენები ქმნის გადაუდებელ ვითარებას. ამ პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს. 

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ კეთილი ნება და მოახდინონ დემოკრატიის მიმართ მათი ერთგულების, დიალოგის და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის დემონსტრირება. 

როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ რჩევის გაცემისა და მხარდაჭერის მზადყოფნას და დავეხმაროთ ფასილიტაციაში. 

თუმცა, განგრძობადი შედეგები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერების მცდელობიდან, გადაარჩინონ დემოკრატიული ინსტიტუტები“. – ნათქვამია წერილში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
  • მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
  • კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
  • ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
  • სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
  • უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
  • გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
  • ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
  • ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ
  • იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
  • მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
  • რენდი შონემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
  • კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი
  • კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved