• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო” – პოლიციას სახლში სამი მოკლული დახვდა – თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:29 03-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110


7 მარტს თელავში, გოშაძის ქუჩაზე, შემზარავი მკვლელობა მოხდა. საღამოს საათებში 27 წლის აკაკი აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები – 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი და 61 წლის გურამ აბრამიშვილი მოკლა. მან არც მოხუცი, 86 წლის ბებია დაინდო.
როგორც ირკვევა, ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ პოლიციას თავადვე აცნობა, თვითონ კი სახლიდან წავიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საშინელი სურათი დახვდათ – ოთახში სამი გარდაცვლილი. კრიმინალისტები და სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ ცხედრები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ძალოვნებმა დამნაშავეც დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთი ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა აბრამიშვილების სახლში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი.

ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს:


“იმ დღეს, ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო. მიზეზი არ ვიცით, ძალიან კარგი ხალხია მოკლული, ამ ბიჭზეც ცუდს ვერ ვიტყვი. თბილისში სწავლობდა, იქ ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, მგონი, სადღაც მუშაობდა კიდეც, მერე ჩამოვიდა თელავში და ახლა სახლში იყო, შოკირებულები ვართ”.


გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია. წინა დღეს, ჩვეულებრივ, სამსახურში იყო.
“გაოგნებულები ვართ. ძალიან გვიჭირს, გაწონასწორებული, უკონფლიქტო იყო. ვინ იცის, რამდენი თაობა აღზარდა. რა მოხდა სახლში, ჩემთვის არ არის ცნობილი. ერთადერთი შვილი ჰყავდა. აკაკისაც ჩვენი სკოლა აქვს დამთავრებული. მე მაშინ არ ვმუშაობდი ამ სკოლაში და აკაკისთან არ მქონდა არანაირი შეხება. ჩვენი სკოლის პედაგოგები მას დადებითად ახასიათებენ და ვერ აუხსნიათ, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ტრაგედია. თამარს არასოდეს უთქვამს კოლეგებისთვის, რომ შინ რამე პრობლემა ჰქონდათ. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა ოჯახში, სკოლაში დადიოდა ჩვეულებრივ, არანაირი ნერვიულობა არ შეუმჩნევია არავის. პარასკევს იყო, გაკვეთილები ჩაატარა. ეს საშინელი ამბავი შაბათს, დასვენების დღეს მოხდა. ჩვენმა კოლეგებმაც არ იციან, რომ მას რამე პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ვერაფერს ვამბობთ. ახლა ყველანი განვიცდით მომხდარს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ”, – ამბობს სკოლის დირექტორი.


აკაკი აბრამიშვილი რამდენიმე წელი თბილისში, ბიძასთან ცხოვრობდა და უმაღლესიც იქ დაამთავრა, მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოიარა და დიდი ხანი არ არის, რაც თელავში დაბრუნდა. ზოგიერთი მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული ბოლო დროს უფრო გულჩათხრობილი გახდა და სხვებთან კომუნიკაციას ერიდებოდა.


“კი, ვხედავდი ქუჩაში მიმავალს, მაგრამ ხშირი კავშირი მეზობლებთან არ ჰქონდა. ბებიაც ყოფილი პედაგოგია და ძალიან კარგ ოჯახში იზრდებოდა. თამრიკო მასწავლებელი აქ ყველას უყვარს. მამამისიც კარგი ადამიანი იყო, მშრომელი ოჯახი ჰქონდათ. მათი სახლიდან ჩხუბის და აყალმაყალის ხმა არასოდეს გამოსულა. ახლა ამბობენ მეზობლები, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აბა, ნორმალური ჭკუის ადამიანი ასეთ საშინელებას ხომ არ ჩაიდენდაო. ერთმანეთთან ყველანი კარგად იყვნენ ოჯახში და ამიტომ ეს ამბავი ჩვენთვის სრული მოულოდნელობაა. სამსახურიც არ ჰქონდა და სახლში რომ ჩაიკეტა, ამან უფრო გაამწვავა ეტყობა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

წყარო – კვირის პალიტრა

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved