• რეკლამა
  • კონტაქტი
07:24, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფილი მიმტანი: 5 წლის წინ ბერა დამემუქრა, რადგან ე.წ თიფის არდატოვების გამო გავაკრიტიკე

ალია ავტორი - ალია
14:18 03-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ტატო ცეცხლაძე, ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, ფორმულას ეთერში ყვება, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი მასაც დაემუქრა. 

მისი თქმით, კრიტიკული პოსტი მან ფეისბუქზე მაშინ დაწერა, როცა დროებით მიმტანად მუშაობდა და ბერა ივანიშვილს მოემსახურა, მან კი მიმტანს ე.წ თიფი – სერვისისთვის დამატებითი თანხა არ დაუტოვა. 

ცეცხლაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე პოსტი დაწერა, ბერა ივანიშვილი რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა. 

“სტატუსის დაწერიდან ნახევარ საათში მოვიდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ის მესაუბრა მერე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი. 

მან მითხრა, რომ როგორც მიმტანმა ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, რომ ვიყავი პოლიტიკური პარტიების მიერ მიგზავნილი, რომ გამეკეთებინა ფული. მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, ეხება ჩემი ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები”. – ყვება ცეცხლაძე. 

მისივე თქმით, იმავე საღამოს, მუშაობის დასრულების შემდეგ მას დაბურულშუშებიანი მანქანებთ გაყვნენ, რაც მან აღიქვა დაშინების მცდელობად. ცეცხლაძე ყვება, რომ მსგავსი რამ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

“რამდენიმე დღის მანძილზე გადაბმულად მირეკავდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები. 

ისინი ითხოვდნენ, წამეშალა სტატუსი და მომეხადა ბოდიში”. — ამბობს ცეცხლაძე. 

ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ რესტორნის მფლობელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ცეცხლაძე ირწმუნება, რომ მისი მონაყოლის დადასტურება რესტორნის მენეჯერსაც შეუძლია. მფლობელმა კი, მისი ბიზნესისთვის შესაძლო რისკების გამო, შეიძლება ამაზე უარი თქვას. 

6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ისმის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ხმაც. ირკვევა, რომ ბერას მითითებებს ისიც ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved