• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დამსაქმებელმა მომთხოვა, ხელი მომეწერა შეთანხმებაზე, რომ არ დავორსულდებოდი”

ალია ავტორი - ალია
17:37 02-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“თუ მკითხავთ, კარიერა მირჩევნია თუ შვილები, შვილებს ავირჩევ”

“ქალები საქართველოდან“, 36 წლის ნუცა ჭირაქაძის ბლოგს აქვეყნებს, რომელიც ხელმძღვანელის მხრიდან, მისი როგორც ორსულის დისკრიმინაციაზე საუბრობს. 

ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩოში დავიწყე მუშაობა. მალევე აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი და მოულოდნელი სიხარული იმაზე დარდმა შეცვალა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვიყავი დასაქმებული. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ტყუილის თქმას გულწრფელობა სჯობდა და ჩემს უფროსს, ელჩს ვუთხარი, რომ ბავშვს ველოდებოდი. მშრალი და თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა. ორსულობა მარტივად არ მიმდინარეობდა, თუმცა თავს არ ვზოგავდი, კარგად რომ მემუშავა და ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა საელჩოსთვის. ხშირად, სახლში დაბრუნებული, დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, მაგრამ მეორე დღეს ისევ სამსახურში მივდიოდი და თავდაუზოგავად ვშრომობდი. ერთ-ერთ საკონტროლო ვიზიტზე, ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში არ იყო, სასწრაფო გამოკვლევები მჭირდებოდა და საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი. აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ბავშვი ვერ შევინარჩუნე, მუცელი მომეშალა. როგორც კი საავადმყოფოში დამაწვინეს, ჩემს უფროსს მივწერე, საავადმყოფოში ვწევარ, ბიულეტენი მაქვს გახსნილი და რამდენიმე დღე ვერ ვიქნები, რადგან ცუდი ამბები მაქვს-მეთქი. პასუხად მომწერა, რომ სამწუხარო იყო, მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იმუშავებდა საელჩოში და ჩემმა არყოფნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

აბსოლუტურად განადგურებული დავბრუნდი სამსახურში, ჯერ იმის გამო, რაც გადავიტანე და იმედგაცრუებული ვიყავი იმითაც, როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც თავადაც 3 შვილის მამაა, ასეთ მძიმე წუთებში თავისი ხელქვეითისთვის ეთქვა, რომ მთავარი სამსახურია და სულ ფეხებზე ჰკიდია, მუცელი მომეშალა თუ არა. თუმცა მთავარი იმედგაცრუება წინ მელოდა – დამიბარა და მითხრა, რომ ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვარ დასაქმებული და შეუძლია, ნებისმიერ დროს უმიზეზოდ გამათავისუფლოს, მაგრამ რადგან „პრობლემა გაქრა,“ ანუ ორსულად აღარ ვარ, მტოვებს. ასევე, ძალიან კმაყოფილი კია ჩემი თავდადებული შრომისთვის, მაგრამ ხელი უნდა მომეწერა შეთანხმებაზე, რომ აღარ დავორსულდებოდი. აქვე დასძინა, რომ სხვა უცხოელ კოლეგებსაც დაეკითხა და ყველამ, უმეტესად, ქალებმა ურჩიეს, რომ დროულად მოვეშორებინე, რადგან ისევ მომინდებოდა შვილის ყოლა. ამიტომ მოიფიქრა, რომ დამტოვებდა, მაგრამ ერთი პირობით – საქართველოში მისი ელჩად ყოფნის პერიოდში ბავშვი არ უნდა გამეჩინა. უნდოდა, ჩემი შრომითი ხელშეკრულება ისევ გამოსაცდელი ვადით გაეგრძელებინა მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ორსულობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ რომ გავეთავისუფლებინე. შეურაცხყოფისა და ტკივილისგან ხმა ვერ ამოვიღე. ტკივილისგან, შვილის ყოლას რომ მიკრძალავდა და შეურაცხყოფისგან, რადგან ზუსტად ვიცოდი, თავის სამშობლოში ვერასდროს, ვერც ერთ თანამშრომელს გაუბედავდა ასეთი უღირსი პირობის წაყენებას.

საქართველოში ხომ შეუძლია უცხოელ დიპლომატს ასეთი რამე იკადროს, ქართველი ქალი ხომ დაბალი ღობეა… მერე რა, ქართული კანონმდებლობა რომ საერთოდ არ უშვებს ასეთ ხანგრძლივ გამოსაცდელ ვადას, მისთვის მთავარი იყო მუშახელი, რომელსაც პირადი ცხოვრება არ ექნებოდა. არ ვიცი, ამ ამბიდან დაზარალებული გამოვედი თუ გამარჯვებული, კიდევ ვერ მომიშუშებია ის ტკივილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიძლება მოგაყენონ, რომ გინდა, დედა გახდე. რატომ არის მხოლოდ ქალების ამოცანა შვილების გაჩენა და მათზე ზრუნვა? რატომ გვიწევს მუდამ იმის მტკიცება, რომ ბავშვებისა და ოჯახის მიუხედავად, შეგვიძლია, ვიყოთ წარმატებულები? გვქონდეს კარიერა, გვინდოდეს მუშაობა და მატერიალურად აუცილებელიც კი იყოს ჩვენთვის სამსახური? მუდამ შეჯიბრში ვართ მამაკაცებთან, თითქოს, ერთი ფეხი გაქვს და სირბილში უნდა გაასწრო ორფეხიან ადამიანებს. ბავშვები ხომ ყველას მომავალია და არა მხოლოდ ქალების?! ის, რომ ფიზიოლოგიურად მხოლოდ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, მისი პრივილეგია უნდა იყოს და არა – სასჯელი.

უღირს პირობაზე ხელი არ მოვაწარე, სამაგიეროდ, მთელი წელი მესმოდა, „ღმერთმა დაგვიფაროს შენი ორსულობისგან” და ა.შ. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ფსიქიკა შემერყა და არც ერთი სამსახური ღირდა ამად. თუ მკითხავთ, კარიერა მირჩევნია თუ შვილები, შვილებს ავირჩევ, მაგრამ არავინ უნდა დამაყენოს ამ არჩევნის წინაშე. ევროპული სტრუქტურებისგან არავინ ელოდება მსგავსი სახის დისკრიმინაციას, ჩვენ ხომ ასეთი წარმოდგენა გვაქვს – ევროპაში დასაქმებულთა უფლებები და განსაკუთრებით, ქალების უფლებები დაცულია. ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც, წესით, ასეთ ფასეულობებზე უნდა იყვნენ გაზრდილი, როგორც კი საქართველოსნაირ ქვეყანაში ხვდებიან, კარგავენ კონტროლს და თანამედროვე მონათმფლობელებად იქცევიან.

მინდა, ქალებს ვუთხრა, არასდროს გაჩუმდნენ თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებიან, რადგან მიღწევები ადამიანის უფლებების კუთხით, რომლითაც თანამედროვე მსოფლიო დღეს ამაყობს, იმ ქალების ზურგზე დგას, რომლებიც არ გაჩუმდნენ. ჩემი საყვარელი სამშობლოსგან კი ვისურვებდი, რომ დამიცვას და მომცეს საშუალება, ვიყო დედა, მქონდეს საყვარელი საქმე, რომელიც მავსებს, მაინტერესებს და განვითარების შესაძლებლობას მაძლევს”.

წყარო – მშობლები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved