დღეს, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება, სადაც აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს გააპროტესტებენ და მის მოხსნას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დროულად არ მოიხსნება, აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.
“კომენდანტის საათის” გასაპროტესტებელი აქციის გარდა, ასევე შექმნილია პეტიცია “თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია – გაუქმდეს კომენდანტის საათი”, რომელზეც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ხელის მოწერა.
კომენტარები