• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოფნოდა ვაჟკაცობა ღარიბაშვილს და ეთქვა ბატონი შარლისთვის, არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვასო” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
18:11 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა:

„კონსტრუქცული იქნება ხელისუფლება, თუ მთავარ – პოლიტპატიმრების საკითხს დაძრავს. ამით ანახებს საზოგადოებას, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი და არა მდინარაძის საშუალებით მორიგი მონოლოგები ვისმინოთ. ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. გავა ორი კვირა და თუ ღარიბაშვილი ხელცარიელი ჩავიდა ბრიუსელში, „ოცნება“ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ამიტომ ახლა ყველამ გვერდზე გადადოს ემოციები, ნერვები, გვერდზე უნდა გადაიდოს ერთმანეთის მოწონება-არმოწონება, ასევე გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ.

რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით. დღის წესრიგში შედის ექვსი საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო, სადისკუსიო სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხია. თუ დღეს ნათქვამი სიტყვა ბატონი ღარიბაშივლის მხრიდან არის საბოლოო, მას მოუწევს ამ საბოლოო სიტყვის თქმა ასოცირების სხდომაზე, როდესაც წაბრძანდება ბრიუსელში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა სპირალში შევა, რადგან ამ შემთხვევაში მისი ოპონენტი ბატონი პავილიონისი კი არ იქნება, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჯვარს აცვა „ქართულმა ოცნებამ“, უკვე იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა ის პოლიტიკური კრიზისი.

მე მაინც უფრო ოპტიმისტი ვიქნებოდი. ეს რიტორიკა უფრო მიმართულია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებისკენ. აქედან გამომდინარე, დიალოგს აზრი ექნება, დიალოგის გარეშე არ გამოვა, ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ  დიალოგის მაგიდასთან დასხდომა და ამ საკითხების განხილვა. მაშინ, ვაჟკაცობაც და სხვა თვისებებიც უნდა ყოფნოდა ბატონ პრემიერ ღარიბაშვილს, გუშინვე ეთქვა ბატონი შარლისთვის, ჩემო ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას“

რაც შეეხება აქციებს, უგულავას განმარტებით, თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, სამოქმედო გეგმაში კორექტივებს შეიტანენ.

„ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული. მეტსაც გეტყვით, აქტივისტებს პირი არ ჰქონდათ გაღებული, აკავებდნენ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, რათა შემდეგ ღარიბაშივლს კვლავ გინების და ფურთხების ტირადა გაეკეთებინა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდა. ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს. არც ქვეყანაა ჩალით დახურული და არც მსოფლიო“

თეგები: გიგი უგულავაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved