• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის გამოც პარლამენტში შემოვედით – მიღწეულია – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
15:24 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მთავარი რის გამოც პარლამენტში შემოვედით მიღწეულია. ახლა გინდ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, გინდ 2024 წელს ვადამდელის გარეშე, ერთი რამ მეცოდინება, ეს არჩევნები იმ პრინციპით ჩატარდება, რომელიც ყველა პარტიას, ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიან და თანასწორ გარემოს შეუქმნის სულ მცირე არჩევნების დღეს. და ამით ჩემ თავთან ვიქნები მართალი, რომ უფრო გრძელვადიანი და საშვილიშვილო მნიშვნელობის საკითხი პოლიტიკურ კრიზისს არ გადავაყოლე. გავითვალისწინეთ ეუთო ოდირის რეკომენდაციები და ამ ყველაფერს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მივეცით:

– ცესკოს კომისიები, ყველა დონეზე დაკომპლექტდება ახალი წესით. ყველა პარტიას ეყოლება ცენტრალურ და საოლქო კომისიაში საკუთარი წევრი, უბნებზე ყველას- წარმომადგენელი, რომელსაც ცესკო გადაუხდის თავად ხელფასს, რაც ყველა შეზღუდული რესურსის მქონე პარტიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, საკუთარი ხმები დაიცვას

-ადამიანების იდენტიფიკაცია, ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, რომ თითის ანაბეჭდით მოხდეს და არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რითაც უფრო მარტივად ავიცილებთ თავიდან კარუსელებს.

– ხმების დათვლა შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით, რითიც ოქმების გადაჯღაბნა და შესწორება შეუძლებელი გახდება.

– თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ყველგან ბუნებრივი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული პრინციპი, თბილისსა და დიდ ქალაქებში 4/1 -ზე პრინციპით (40 პროპორციული, 10 მაჟორიტარი) და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 2/1-ზე.

– ვალდებულება ეკისრება საოლქო კომისიებს, რომ უბნების სულ მცირე 10 % მაინც გადათვალოს, შესაბამისად დაუკმაყოფილებელი საჩივრები, რომ აღარ გადათვლიან, ვეღარ გვექნება.

საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით.

-ცვლილებებით, დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, რაც არჩევნების დღეს „ძველი ბიჭების“ ინსტიტუტს“ შეასუსტებს. ეს ყველაფერი 2000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

-ერთადერთი საკითხი, რაც ღია რჩება, ეს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევაა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწროპარტიულ ინტერესს ყველამ უნდა გადააბიჯოს და ერთჯერადად მაინც უნდა შემოვიდნენ პარტიები პარლამენტში, რომ მომდევნო არჩევნებზე დაირღვეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, თორემ 2024 წელს მაღალი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მხოლოდ ისევ ორი დიდი პოლიტიკური ძალა მოხვდება და კიდევ უფრო დავშორდებით მრავალპარტიული პარლამენტის და ევროპული ყაიდის სახელმწიფოს იდეასაც.”

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved