• რეკლამა
  • კონტაქტი
13:26, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ყველას აუღნიშნავი დარჩა” – რა არ თქვა შარლ მიშელმა? – გია ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
14:14 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ევროკავშირის პირველი პირის ვიზიტის კიდევ ერთი და მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესი შედეგი, ჩემდა გასაკვირად ყველას აუღნიშნავი დარჩა.

მოგეხსენებათ დიდ პოლიტიკაში და დიპლომატიაში ყოველ სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა და ასევე იმასაც, რასაც უთქმელს დატოვებენ.

შარლ მიშელს (ევროკავშირს ანუ) დღეს ოპოზიციისთვის არ (აღარ) მოუწოდებია “პარლამენტში შედითო”!

ეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციაში უდიდესი ცვლილებაა, რადგან, ჩვენი მეგობრებისთვის უკვე ნათელია, რომ ამ გავრილოვების თავყრილობას არანაირი ლეგიტიმაცია მართლაც არ აქვს და იქ შესვლას არანაერი აზრი არ აქვს და არც არავინ ნორმალური იქ არ შევა.

ამიტომაც საქართველოში შექმნილ ვითარებას “პოლიტიკური კრიზისი” (კიდევ ერთი გარღვევა) უწოდეს (რასაც გავრილოვები კატეგორიულად უარყოფდნენ) და მის განსამუხტავად კი ცივილიზირებულ სამყაროში, (თუნდაც ცუდი დემოკრატიის ქვეყნებში) არის მხოლოდ ერთი გზა, ესაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

თუ ოპოზიცია და სამოქალაქო საპროტესტო საზოგადოება, შეინარჩუნებენ ერთიანობას, გონივრულად მოიქცევა, საპროტესტო აქციებს (თუნდაც მწვავეს) ჭკვიანურად, ცივილიზირებულად, (როგორც იყო და არის დაგეგმილი) მხოლოდ მშვიდობიანად და არაძალადობრივად გააგრძელებს და ამით კიდევ უფრო კარგად გამოავლენს ქართველი ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებას და მიუღებლიბას გავრილოვების რეჟიმისადმი, თუ რეჟიმი ვერ მოახერხებს ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას და საპროტესტო აქციების ქართული და საერთაშორისო საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას, ქოცების შანსები, პრაქტიკულად, ნოლის ტოლია.

ამიტომაც ვაგრძელებთ აქციებს და გავრილოვებსა და მსოფლიოში საქართველოს მეგობრებს ვაჩვენებთ ჩვენს მაღალ ზოგად და პოლიტიკურ კულტურას და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ საქართველო ღირსია, არა მარტო იმაში დახმარების, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ქვეყანას ნორმალური კოალიციური, კომპეტენტური, ხელისუფლება გაუჩნდეს, არამედ სულ მალე ნატოსა და ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ.

ძალა ერთობაშია!

საქართველოში უნდა გათენდეს!”

თეგები: გია ბარამიძეშარლ მიშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved