• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამი უმაკნო ბიჭი დახვრიტეს უგულავას თვალწინ, უგულავა მონაწილეობდა ამ მკვლელობაში” – ია მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
14:48 02-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გიგი უგულავას დაკავებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი, რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი და ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა მისი თაღლითობა. საზოგადოებას მინდა გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი, რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში.

ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა ამ უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი ხალხო? ეს ის ხალხია, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა ხალხს. ადამიანებს წამებით და ცემით კლავდნენ და მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ. ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

მეცინება ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს რომ ეძახიან, მართლაც რომ რეჟიმი არ არის და ზედმეტად ლოიალურები არიან, იმიტომაა დღეს ამ დღეში რომ ვართ და ხელისუფლებასაც მინდა მოვუწოდო, მიიღონ ზომები, არ შეიძლება ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის” ქაოსში ვიცხოვროთ. ვიღაც ქრთამად 1000 ლარს რომ იღებს და 10 წელს უსჯიან, უგულავა ვინ არის და რას წარმოადგენს რომ 48 მილიონი შეჭამოს და თითი არ დააკარონ? არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ყველამ უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე პასუხი.

მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურება და მხარდაჭერა. სწორედ დღეს, ეს კონგრესმენები, ვინც დღეს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და “ნაციონალურ მოძრაობას” უდგება მხარში, მიმაჩნია, რომ ეს ის ხალხია, რომელთაც ძალიან დიდ ფულს უხდიდა სააკაშვილი და მისი მომხრეები, რომლებსაც მთელი საქართველოს ფული აქვთ წაღებული და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ამ ფულებით ჰყავთ მოსყიდული და ალაპარაკებენ. მე არაფრად მიმაჩნია მათი ეს განცხადებები, სიმართლე არის ქვეყნისკენ და ხალხისკენ და ამ სიმართლეს ვერაფრით გადაფარავენ”

წყარო – მეტრონომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved