• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროზე თავდასხმის დეტალები – “ხდება თავდასხმა საეჭვო რეპუტაციის შუამავლებისგან…”

ალია ავტორი - ალია
17:25 03-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა:

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი პლატფორმა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ პლატფორმაზე ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი, თუ ვინმეს შეუძლია, მოგვცეს რჩევა იმასთან დაკავშირებით, რა არის კიდევ დამატებითი გზა, გარდა იმისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა უკვე აკეთებენ, როგორ შეიძლება მოხდეს უფრო სწრაფად ვაქცინის მოწოდება.

ამ შეკითხვაზე პასუხად, იმისგან განსხვავებული, რა გზებიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე ცნობილია, არც პოლიტიკურ პარტიას, არც ექსპერტების ჯგუფებს და არც არავის ჩვენთვის არ მოუწოდებია გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროზე ხდება თავდასხმა საეჭვო რეპუტაციის შუამავლებისგან, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის გარიგებაში მონაწილეობას, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ ვაქცინები. რა თქმა უნდა, ამ ტიპის გარიგებაში ჯანდაცვის სამინისტრო არ შევა.

ჩვენთვის ვაქცინის მიღების გზა არის საიმედო და ხარისხიანი „კოვაქსის“ პლატფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის საფუძველზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, აგრეთვე უშუალოდ მიმწოდებლებთან ბილატელარული ხელშეკრულებები. ეს არის სამი გზა, ამათ გარდა თუ რამე სხვა არსებობს, რომელიც ცნობილია რომელიმე ჩვენი პარტნიორისთვის და რომელსაც ინტერესი აქვს, დაეხმაროს ქვეყანას ამ მიმართულებით, დიდი სიამოვნებით გავიზიარებთ მათ გამოცდილებას“

თეგები: თამარ გაბუნიაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved