• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეიცვალა საპატრულო ჯარიმებში და რაზე მოგიწევთ უარის თქმა?

ალია ავტორი - ალია
02:47 02-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

გაჩერებული ქვეყანა დარტყმას არა მარტო კონკრეტული ადამიანების ჯიბეს, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტსაც აყენებს. ბიუჯეტის შესავსებად გამოსავალი ერთია – რამე უნდა გაიზარდოს და ეს „რამე“ გადასახადებია. დენის, გაზისა და წყლის გაძვირების შემდეგ, ავტომატურად ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რადგან კომპანიებს შესაბამისი გადასახადი გაეზარდათ, თუმცა ამით მოსახლეობა შეღავათს ვერ მიიღებს. ამას წინათ გამცნეთ, რომ იგეგმება საპატრულო ჯარიმების გაძვირებაც, რაც უკვე აისახა, თუმცა პანდემიის სახელით – ამიერიდან, პირბადეზე უარის თქმა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაისჯება. უკვე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ვიდეოჯარიმის შემდეგ, მძღოლს, ვის სახელზეც მანქანა არის გაფორმებული, მართვის მოწმობის ქულები დააკლდება. ანუ, თუ თქვენ მეგობარს მანქანას ათხოვებთ და ის წესებს დაარღვევს, ფულადი ჯარიმის გარდა, რომელსაც სავარაუდოდ მეგობარი გადაიხდის, ქულები ჩამოგეჭრებათ თქვენ, ანუ ადამიანს, რომელიც საჭესთან არ ყოფილხართ. რაც მთავარია, აღნიშნულს საპატრულოში ვერ გაასაჩივრებთ, რადგან მეგობარმაც არ უნდა ამტკიცოს, მე ვიყავი საჭესთანო, არ დაუჯერებენ. მიზეზი მარტივია, ვთქვათ თქვენი ქულები კრიტიკულ ზღვარზეა, მოგივიდათ ჯარიმა, მოჰკიდებთ ხელს იმ მეგობარს, რომელსაც ბევრი ქულა აქვს, ან საერთოდ ავტომობილი არ ჰყავს, მიიყვანთ საპატრულოში და ქულებს მას ჩამოაჭრიან. – ეს არის მათი ლოგიკა. ამიტომ, მოგიწევთ, მანქანა, რომელსაც მართავთ, თქვენზე გადაიფორმოთ და აგრეთვე უარი უთხრათ ნაცნობ-მეგობრებს მანქანის თხოვებაზე.

შესაძლოა, ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ საბანკო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს თითოეული ადამიანის გაკონტროლებას. აღარ ვამბობთ არაფერს კრედიტის მიღების სირთულეზე, ახლა „ფეი-ბოქსებიდან“ თანხის გადარიცხვაც გართულებულია. ანუ, სხვის ანგარიშზე თანხის დასმა შეუძლებელია, თუ შენი პირადი მონაცემები არ შეიყვანე. იგივე ხდება აზარტულ თამაშებზე (ეს ძალიან კარგია). ინტერნეტ-კაზინოებში ანგარიშის შევსება სერიოზულ სირთულესთან არის დაკავშირებული და ამის გამო, მათ მომხმარებელიც დაკარგეს, თუმცა არა იმ ოდენობით, საქმე სატირლად რომ ჰქონდეთ. საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებამ, შიდა კონკურენცია გაამძაფრა. ამ ბიზნესიდან უჩა მამაცაშვილის გასვლისა თუ წასვლის შემდეგ, აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ნავთობის მაგნატები გაითვალისწინებენ. სწორედ ამის ბრალია ის, რომ სხვადასხვა ბენზინ თუ გაზ-გასამართ სადგურებზე, ფასთა სხვაობა ზედმეტად თვალში საცემია და ხშირ შემთხვევაში ათ თეთრსაც კი აღწევს. ზოგადად, ბოლო ორი კვირაა, ბაზარზე სერიოზული თავისუფლება იგრძნობა, რამაც წესით ფასები უნდა გააიაფოს და კონკრეტულ პროდუქციაზე ასეც ხდება. სერიოზულ გაიაფებას ელოდებიან სამშენებლო მასალების მიმართულებით და ამ მოლოდინის პარალელურად, ხელოსნების მომსახურება გაძვირდა. კაფელ-მეტლახის დაგებამ კვადრატულზე 8-10 ლარით მოიმატა, იგივეა წყალანირების სისტემის მოწყობისა და შეფითხვა-შელესვის მიმართულებით. იმედი ვიქონიოთ, რომ ბაზარზე კვლავ არ გამოჩნდება მონოპოლისტი, რომელიც საკუთარი პირობების კარნახს დაიწყებს და საკუთარი ჯიბისთვის ზედმეტად მსუყე ფასებს დააწესებს.

და ერთი საინტერესო დეტალიც – ეროვნული ვალუტა თითქოს მშვიდად იყო გამაგრებული იმ პოზიციაზე, რომელსაც აგერ უკვე თვეზე მეტია არ თმობს, მაგრამ გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 40 მილიონი დოლარი მაინც გაიტანა გასაყიდად. ყველაფერი კი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაემთხვა. შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ არასტაბილურობის შეგრძნებას შესაძლოა ლარის სიმყარე გამოეცადა და ვალუტა კვლავ რამდენიმე პუნქტით გაუფასურებულიყო. ვერ გეტყვით, იმ 40-მა მილიონმა შეაჩერა ვარდნა თუ უბრალოდ, ხალხს ამაზე უარესის მოლოდინი უბრალოდ აღარ აქვს, მაგრამ ფაქტია – ლარი ისევ იქ დგას, სადაც ერთი თვის წინ გახლდათ.

ანი დვალიშვილი, ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved