• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია შექმნის პოლიტიკურ ძალას – მან სათავისოდ კარგი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ცელი გამოუსვა “ოცნებას” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
02:13 02-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის და რამდენად ლოგიკური იყო მისი გადაწყვეტილება?

– ამ საკითხს ორმხრივად უნდა შევხედოთ. თავისი პიროვნული იმიჯისა და შესაძლო მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის, რა თქმა უნდა,  გახარიამ მართებული ნაბიჯი გადადგა. საკუთარი პარტიისა და ხელისუფლებისთვის კი, ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო. თანაც, გახარიას ეს გადაწყვეტილება, მოულოდნელი იყო მისი პარტიის წევრებისთვის, საზოგადოებისთვის, ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვისაც კი. საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო „ქართული ოცნების“ პოლიტელიტა. თან,  რაღაც უცნაური დამთხვევაა. გახარიას შეეძლო ერთი თვით ადრე გადამდგარიყო, ორი კვირით ადრე, ვიდრე ნიკა მელიას დაჭერის ეპოპეა დაიწყებოდა. პრემიერ–მინისტრი გადადგა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მელია უნდა დაეპატიმრებინათ. ამ დროს სამართალდამცავმა  სტრუქტურებმა ვერ დააპატიმრეს და გახარიას გადადგომით ისე გამოვიდა, რომ მელიამ გაიმარჯვა. ამან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მმართველი გუნდი. გახარიასთვის გადადგომა პიროვნულად  იყო გამოსავალი, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ სრული კატასტროფა. ამ ყველაფრიდან ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება იყო ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერად. მეტი და  სხვა არანაირი შანსი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ძალიან  მძიმე  მდგომარეობაში არიან.  ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ხვდებიან, თუ რა დღეში ჩააგდო მმართველი პარტია იმ არაკომპეტენტური, უცოდინარი ხალხის მმართველობამ, რომლებიც 2016 წლიდან  მოიყვანეს ლიდერებად და ამ არჩევნებზე, მათი რიცხვი კიდევ გაზარდეს. პარლამენტს გადახედეთ და ამაში დარწმუნდებით. ცხადია, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს თუ  მის თანამოაზრეებს ვგულისხმობ. ჩემი შეფასება ასეთია: გახარიამ  სათავისოდ  კარგი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ამით ცელი გამოუსვა „ქართულ ოცნებას“.

– ამბობენ, რომ გიორგი გახარია პარტიას შექმნისო. შეძლებს ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებას, თუ ეს გააკეთა?

– მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, გახარია შექმნის პოლიტიკურ ძალას. გახარიამ „ფეისბუკზე“ ფოტო დადო და ასე დაემშვიდობა თავის თანამშრომლებს. ამ ფოტოს რომ 100 ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ფაქტია, ჰყავს მხარდამჭერები. ამით მიანიშნა, რომ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ისიც გავიხსენოთ, რომ გახარიას საკმაოდ ბევრი დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, რომლებიც პიროვნულად მას ემორჩილებიან  და არა „ქართულ ოცნებას“. ამავე დროს, იმის მიმანიშნებელი, რომ გახარია პარტიას ჩამოაყალიბებს ისიც არის, რომ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგა, ის „ქართული ოცნების“ წევრად დარჩა, მამუკა ბახტაძეც გადადგა და პარტიიდან არ  წასულა. გახარიამ კი პრემიერ–მინისტრობა და „ქართული ოცნება“ ერთდროულად დატოვა. გიორგი კვირიკაშვილიც გავიხსენოთ, ისიც გადადგა და პარტია დატოვა და დღეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია. პარლამენტში ათზე მეტი დეპუტატი ჰყავს გახარიას და ნებისმიერ დროს, როდესაც ეტყვის რომ პარტიას ქმნის, ეს ხალხი გადავა მის პარტიაში. პოლიტიკური რესურსი აქვს გახარიას. არ გამიკვირდება, თუ გახარიას ვიხილავთ სერიოზულ მოთამაშედ ქართულ პოლიტიკაში.

გახარიამ რომ მოინდომოს დღეს, ერთს კი არა, ორ ფრაქციასაც შექმნის პარლამენტში. სამეგრელოს რეგიონიდან გასული ყველა დეპუტატი გახარიას რეკომენდაციით მოხვდა „ქართული ოცნების“ სიაში. კიდევ რამდენიმე დეპუტატია, რომლებიც გახარიას გუნდის წევრები არიან და არა „ქართული ოცნებისა“. ეს თუ გააკეთა გახარიამ, აირევა „ქართული ოცნების“ მონასტერი. შესაძლოა, ამან დაშალოს საპარლამენტო უმრავლესობა. 

– ლაპარაკობენ კახი კალაძისა და გიორგი გახარიას გაერთიანებაზე, ლაპარაკობენ კალაძისა და გახარიას დაპირისპირებაზეც, ასევე ამბობენ, რომ კალაძემ და კობახიძემ საერთო ინტერესები გამონახეს. თქვენ რა ინფორმაციები გაქვთ?

– ირაკლი კობახიძე საერთოდ ისეთი პერსონაა, მასთან თითქმის ყველა დაპირისპირებულია. კობახიძესთან რომ იმეგობრო, ან მისი პოლიტიკური პარტნიორი იყო, მამუკა მდინარაძე ან ანრი ოხანაშვილი უნდა იყო. კობახიძე კარგად იმეგობრებდა გიგა ბოკერიასთან, მაგრამ განგებამ ისინი ვერ შეახვედრა თავის დროზე და ერთ გუნდში არ მოუყარა თავი. კახი კალაძე, მოგწონს თუ არ მოგწონს, კობახიძესა და მის თანამოაზრეებზე თუ თანაგუნდელებზე ბევრად ღირსეული ადამიანია. რაც შეეხება კალაძე–გახარიას პოლიტიკურ ტანდემს, ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, გახარიამ თუ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გუნდის გაკეთებაზე, ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. თუმცა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არეულობა გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, შექმნის თუ არა პარტიას გახარია. იმდენად განსხვავებული ღირებულებების ადამიანები არიან პარლამენტში,რომ ერთად დიდხანს ვერ გაძლებენ. ერთის მხრივ, სოროსელები ჰყავთ, მეორეს მხრივ, ლადო კახაძე, რომელსაც სოროსის ატანა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ამ პროცესს ანელებდა. მას აქვს საამისო ავტორიტეტი, ეს ფაქტია. ამიტომ, იმავე ირაკლი ღარიბაშვილისთვის უმჯობესია, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და დაიდოს ის რეალური შედეგი და მოცემულობა, რაც არის დღეს ქვეყანაში, ამომრჩეველში. ნულია იმის შანსი, რომ ერთპარტიულმა პარლამენტმა დიდხანს გაძლოს და არ დაიშალოს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: გიორგი გახარიასანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved