• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილი – ხელისუფლებამ ყველა გზა თავად ჩახერგა

ალია ავტორი - ალია
12:29 02-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

ჩვენი ერთიანობით და ჩვენი სიმტკიცით ხელისუფლებას ვაიძულებთ, წავიდეს კომპრომისზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია პატიმრობიდან სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

როგორც აქამდე, დღემდე მოვიდა ოპოზიცია, რომელიც ჩამოყალიბდა უკვე ერთიან ეროვნულ მოძრაობად, სწორედ ასე განვაგრძობთ ბრძოლას. ჩვენი აუცილებელი პირობა არის, რომ ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ კიდევ სურს ხელისუფლებას, რომ რაიმე შანსი იყოს, ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლიტიკური ჩიხიდან. რა თქმა უნდა, აქციებს დავიწყებთ, მოსახლეობას ვაცნობებთ კონკრეტლ თარიღებს, როდის გაიმართება. ახლა უკვე დავიძვრებით მთავრობის ადმინისტრაციისკენ, სადაც დაველოდებით ჩვენს მხარდაᲛჭერებს. ის, რაც დღეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მგონია, ყველამ ნახა, არა მარტო ჩვენმა მოსახლეობამ, არამედ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ბუნებრივია, რეაქციაც ამ ყველაფერზე ექნება შესააბამისი. ჩვენ არაფერი არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე, ყველა გზა ჩახერგა თავად, ყველა ხიდი დაწვა. ახლა იქნება ძალიან მძლავრი პროტესტი და ბუნებრივია, ხელისუფლებას ვაიძულებთ, დიახ, ჩვენი პროტესტით ვაიძულებთ, რომ დათანხმდეს იმ პირობებს, რომელიც ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ხელისუფლებამ დღეს ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც კი არსებობს, ყველა წითელი ხაზი. შტურმით აღება ნაციონალური მოძრაობის ოფისის არ შერჩება ნამდვილად ამ ხელისუფოებას, რადგან ამით არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუვარდა, შეუვარდა ყველა იმ ადამიანს სახლში, რომლისთვისაც თავისუფლებას და დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა.

აქციების შესახებ დამატებით მოგახსენებთ. დღეს, ახლა პირველს რასაც ვაპირებთ, იქნება აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ახლა რაც შეეხება შენობის შიგნით მხუთავი აირის გამოყენებას, ეს აკრძალულია აბსოლუტურად ყველა კონვენციით, დახურულ სივრცეში არ შეიძლება ასეთი აირების გამოყენება, რადგან შესაძლოა, დასრულდეს ლეტალურად. დღეს მართლაც გაგვიმართლა, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს, გამოსულიყვნენ მდგომარეობიდან, იმდენად დიდი შოკი იყო ყველასთვის. იმ ოთახში ქალბატონები ბრძანდებოდნენ, ალბათ ყველამ ნახეთ. ასე გაიმეტა საკუთარი მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“. ის, რომ პოლიტიკური ოპონენტია, არ ნიშნავს, მას უნდა გაუსწორდეს მხუთავი აირით და ასეთი შტურმი მოაწყო ოპოზიციური პარტიის ოფისზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, როგორც უდუმაშვილი ამბობს, დღევანდელ მოვლენებზე სასაუბროდ შესაძლოა, დიპლომატებთან შეხვედრა ჩაინიშნოს.

რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრა დიპლომატებთანაც, ალბათ ჩაინიშნება ასეთი შეხვედრა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელი მოვლენების შემდეგ ასეთი შეხვედრა არ გაიმართოს. ბუნებრივია, იქნება ძალიან სერიოზული საუბარი მათთან და დარწმუნებული ვარ, დიპლომატების რეაქციაც იქნება შესბამისი იმაზე, რაც დღეს მოხდა. საბოლოო ჯამში, თუ ასე გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, ის მოექცევა სრულ იზოლაციაში და გარე სამყაროსგან იქნება მოწყვეტილი. ასეთი ხელისუფლებები არიან სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი, სადაც არის დამყარებული დიქტატურა“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

კითხვაზე: „თბილისისკენ შემომავალი გზები არის ჩაკეტილი, მიზეზად ასახელებენ, რომ გზები არის მოყინული, როგორ ფიქრობთ, ხომ არ ხდება ეს ხელოვნურად, რომ პროტესტის მუხტი ჩაცხრეს“, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მას არაფერი სმენია.

„ეს თქვენგან მესმის და თუ მართლაც ასეა, მაშინ ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკური ნაბიჯები. ახლა, რა თქმა უნდა, ეშინიათ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან, ახლა აუკანკალდათ მუხლები, რადგან ეშინიათ, რომ ხალხი ბუნებრივია, დაიძრება რეგიონებიდანაც და სასწრაფოდ კეტავენ თბილისს. ეს არის და ეს. თქვენ რა, გგონიათ, ტელეფონებს დავიკავებთ და აბა, ხალხნო დაგვეხმარეთ? აქეთ რეკავს ხალხი და აქეთ არის მომზადებული ყველა და მანქანებში სხდებიან, რომ წამოვიდნენ სასწრაფოდ, რათა ამ უსამართლობას ყველა ერთად აღუდგეთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved