• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:40 02-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო და გვყავს ძლიერი პოლიცია და ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა“, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება. 

მისი თქმით, ნიკა მელია კრიმინალია და ეს სასამართლომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე უკვე დაადგინა.

„ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ ის არის დამნაშავე ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. მეორე საქმე, რომელზეც ახლა ის პოლიციამ მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, უკავშირდება ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციისა და სასამართლოს კანონიერ მოთხოვნას.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved