ამ წუთებში “ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, განცხადებას ავრცელებს:
“მივმართავ პუტინის მონა ივანიშვილს და ახალგაზრდა, ლაჩარ მონა ღარიბაშვილს. თავისუფალი ქვეყნის ამაყი ქართელი ხალხის ახალი ისტორიული ფურცელი უახლოეს პერიოდში დაიწერება და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც ტრადიციულად იყვნენ მოღალატეები.
თქვენი ბუნძური ხელებით, იარაღით, ჩვენ უკან ვერ დაგვახევინებთ. სანამ ქართველ ხალხზე ისაუბრებთ, ღარიბაშვილო, დაფიქრდი, შენ ხარ ყულმოჭრილი აგენტი ივანიშვილის, რომელიც თავის მხრივ მოსკოვის მონურ მორჩილებაშია და უღირსობა ღირსებაზე ვერ გაიმარჯვებს. ისევე ჩავხედავთ თვალებში, როგორც მაკო გომურმა ჩახედა თალებგახელილმა ახალგაზრდა გოგომ სპეცრაზმელს და თავისუფლებისთვის ერთი თვალი დათმო. არ გვეშინია, გვეამაყება! აქ და ახლა იწერება ახალი საქართველოს ისტორია.
გვიპირისპირდება რეჟიმი! ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს, თუ ხვალ. მოვლენ მონები ნიღბებით, გაზით, ხელკეტებით… მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ სიმღერა, ტაში, ოვაცია და ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფლებამოპარული ქართველი ხალხიო და მეორე მხარეს დგას ღარიბაშვილი – ღარიბაშვილო, შე მონა, კლასიკურო მონა.
მოვიქცეთ ისე, როგორც 9 აპრილს, როცა რუსის ტანკი მოდიოდა, გაზს უშვებდნენ, ახალგაზრდებს თავებს უჩეხავდნენ, მაგრამ ახალგაზრდები ტაშს უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. არავითარ შემთხვევაში, ხალხო, ძალადობა. ჭკუით, სიმამაცით, სიმართლით უნდა ვაჯობოთ. მორალური უპირატესობა არის ჩემ მხარეს, სიმართლის გარშემო მოხდა ამდენი განსხვავებული ადამიანის გაერთიანება. ღარიბაშვილო, როგორ არ გიწოდო ის, რაც ხარ – შენ ხარ მონა, ოლიგარქის, გავრილოვის. მოეთრევი აქა? მოხვალ აქა? მინდა შვილები დაგაფიცოთ, მხოლოდ ტაში დავუპირისპიროთ და სიმღერა.”
კომენტარები