• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:16 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება:

ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ნიკანორ მელიას ბრალდების საქმის პროკურორების მიმართ გაჟღერდა აბსურდული ბრალდებები, საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტებას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ წამოწყებული ცილისმწამებლური საინფორმაციო კამპანიის მცდელობა მათ საქმიანობას და მოვალეობის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.

სიუჟეტის ავტორის მცდელობა, პროკურორები მიკერძოებულ მხარედ წარმოეჩინა და ამ მიზნისთვის იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამოთვლა, რომლებზეც ისინი სახელმწიფო ბრალდებას აწარმოებდნენ, პირდაპირი შეტევის და ზეწოლის მცდელობაა მათ საქმიანობაზე. ამავდროულად, ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქებით, ავტორები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თვალსაჩინოებისთვის ხსენებული პროკურორების ვითომდა მიკერძოებულობის საჩვენებლად, სიუჟეტში ნახსენები ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ და „ციხის ბუნტის“ საქმეები განხილულ იქნა არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, დადგინდა ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული დარღვევა. ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დადგინდა პატიმართა სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული დარღვევა.

რაც შეეხება სიუჟეტში პროკურორ ია დარჯანიას მიმართ გაჟღერებულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას მის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, აღნიშნულის აბსურდულობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სწორედ ია დარჯანია ახორციელებდა აქტიურ საპროცესო ზედამხედველობას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პროკურატურამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქმის პროკურორ ია დარჯანიას, რისთვისაც საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, მიმდინარე წლის იანვარში, მადლობა გამოეცხადა.

რაც შეეხება, რესტორან „ამრას“-თან დაკავშირებულ ბრალდებებს, 2018 წლის 1 ივლისს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სრული მოცულობით ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში დეტალურად იქნა გამოკვლეული რესტორან ,,ამრას,, საქმიანობაში პროკურორის რაიმე ფორმით მონაწილეობასთან დაკავშირებული გარემოებები. ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მქონე ათეულობით პირს, მათ შორის რესტორან „ამრას“ მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლთაგან არცერთმა არ დაადასტურა პროკურორის რაიმე კანონსაწინააღმდეგო და აკრძალული ფორმით მონაწილეობა, როგორც რესტორნის სამეწარმეო საქმიანობაში, ისე ხსენებული კომპანიის ბიზნესპარტნიორებს შორის არსებულ დავებში. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გენერალური ინსპექციის მიერ გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა რესტორან „ამრას“ შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერები, რომელთა შესწავლით ასევე არ დადასტურდა პროკურორ დარჯანიას მიმართ გაჟღერებული განცხადებების რეალობა. ამდენად, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად არ დადასტურდა პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც 2018 წლის 28 სექტემბერს სამსახურებრივი შემოწმება შეწყდა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროკურორები ია დარჯანია და მიხეილ სადრაძე არაერთი წელია მუშაობენ საქართველოს პროკურატურაში და საქმისადმი მაღალპროფესიონალური, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება და დადანაშაულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არის მიზანმიმართული შეტევა პროკურორის საქმიანობაზე და წარმოადგენს პროკურორებზე ზეწოლის განხორციელების მცდელობას, რასაც საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს და თითოეული თანამშრომლის პატივს და ღირსებას დაიცავს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved