• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არ ჰგავს გახარიას ხელწერას – “მიშას კარტი” აღარ უნდა გათამაშდეს!” – რამაზ საყვარელიძე

ალია ავტორი - ალია
16:41 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ფსიქოლოგი და პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელიც “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“მე არ მჯერა, რომ გახარიამ გუნდთან შეუთანხმებლობის გამო, ემოციურად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, არც იმის მჯერა, რომ ნიკა მელიას აღმკვეთმა ღონისძიებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. გახარია არ ჰგავს იმ ტიპის პოლიტიკოსს, რომელიც ასე მარტივად, სხვისი მართული პროცესების გამო იღებს გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რა წარმატებით გაართვა თავი პრემიერის პოსტზე პირველ გამოწვევას, როცა ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ გამართეს აქცია – საპროტესტო შეძახილებით მივიდა მომიტინგეებთან და ტაშით გააცილეს. პანკისში მიზანმიმართულად გახვიეს პროვოკაციაში, მაგრამ გამოწვევას იმჯერადაც გაართვა თავი. შემდეგ იყო 20 ივნისი…
მისი ბრძანებით ისროლეს თუ არა, სისხლი დაიღვარა. თუმცა არ გადადგა და დავიჯერო ახლა, როცა ჯერ არაფერი იყო მომხდარი, ვაითუ რამე უბედურება მოხდესო და ამის გამო გადადგა?! არ ჰგავს ეს მის ხელწერას. ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება სულაც არ იყო გუნდში კონფლიქტი, უნდოდა და გადადგა, ნიკა მელია კი საბაბად გამოიყენა. თუ მან ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, მაშინ ქართულ რეალობაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს მივიღებთ…

ჯერ დღევანდელი ვითარება უნდა გავაანალიზოთ. ნახეთ, რა მოხდა – როგორც კი დასავლელმა პარტნიორებმა “მამაო ჩვენოსავით” გაიმეორეს თავიანთი რეკომენდაციები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას, უფრო აქცენტირებულად კი ხელისუფლებას, პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდეს, იმ დღესვე რუსთაველზე დემონსტრაციები დაიწყო, კარვების გაშლა სცადეს. ამ აურზაურის მომწყობი ოპოზიციონერი ლიდერები ნორმალურები არიან?! ამ რეალობის გათვალისწინებით არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლებაც ძალისმიერ პასუხს გასცემს ოპოზიციას.
რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება.

დესტაბილიზაცია საქართველოში რუსეთს აძლევს ხელს. სააკაშვილი და დანარჩენი ოპოზიციაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დიახაც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. 20 ივნისსაც დესტრუქციულად მოქმედებდნენ “ნაციონალები” ნიკა მელიას მეთაურობით. როგორც აქამდე ამბობდნენ, ნიკა მელიას თუ დაიჭერთ, მოლაპარაკება აღარ შედგებაო. ასევე წარმატებით შეუძლიათ გვითხრან დღეს, კარავს თუ არ გაგვაშლევინებთ, მოლაპარაკება არ შედგებაო. ისე, “მიშას კარტი” აღარ უნდა გათამაშდეს, თორემ ეს ქვეყნისთვის ცუდად დამთავრდება.
ძველ ბერძნულ ამბავს მოვიყვან მაგალითად. სოკრატეს მიაჩნდა, რომ სასამართლომ არასწორი განაჩენი გამოუტანა – საწამლავით სიკვდილი მიუსაჯა. მისმა მოწაფეებმა უთხრეს, გადაგმალავ­თო, მაგრამ სოკრატემ იუარა და დალია საწამლავი, სამართალი უნდა აღსრულდესო. ჩვენ საქართველოში არა გვაქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება.”

თეგები: რამაზ საყვარელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved