• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ალია ავტორი - ალია
17:50 02-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის,  ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. 

ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მ.გ. სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გ.გ.-ს უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.გ. დაზარალებულად იყო ცნობილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი),  344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი),  151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო

08:00 06-01-2026
რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved