• რეკლამა
  • კონტაქტი
14:59, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯერ გაიკეთა სამაჯური, მერე გადააგდო – მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რამხელა რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს მის პროვოკაციებს – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:03 02-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მომავალი კვირა ნიკა მელიას კვირა იქნება, ის აღმოჩნდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ბ-ნი ნიკას სამართლებრივი დევნა 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. მაშინ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ იმუშავეს, ჩაფლავდნენ, შერცხვნენ…

საქართველოს პარლამენტშიც, უსაფრთხოების სამსახურშიც, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სხვა უწყებებშიც კარგად იცოდნენ, რომ თბილისში იმპერიალისტური განწყობების მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მომართული დეპუტატი გავრილოვი ჩამოდიოდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ მოუწევდა მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეის სხდომის წაყვანა. პარლამენტის თავმჯდომარეს, სუს-ის უფროსს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მათ დაქვემდებარებულ პირთა ჯგუფს, ასობით ადამიანიდან ვინმეს უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ასამბლეა სახელმწიფო შენობების მიღმა, რომელიმე სასტუმროში ჩატარებულიყო. მაგრამ არავის ჭკუა და ღირსება არ აღმოაჩნდა და გავრილოვი პირდაპირ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიში აღმოჩნდა, რაც უდიდესი სირცხვილი და უმძიმესი შეცდომა გახლდათ.

გვაძლევს თუ არა ხელისუფლების სამარცხვინო საქციელი, უმძიმესი შეცდომა პარლამენტში შეჭრის, მისი შტურმით აღების, არეულობებისა და შეტაკებების ხელშეწყობის უფლებას ??? რა უნდა ქნას პოლიტიკოსმა, რომელმაც იცის, რომ მისი გადაწყვეტილების გამო ხალხს შეიძლება სპეცრაზმი დაერიოს, რაზმმა არაპროპორციული და სასტიკი ძალა გამოიყენოს ???

ნებისმიერი პატიოსანი პოლიტიკოსი პარლამენტში შეჭრის მოწოდებების გავრცელებას მოერიდებოდა, არეულობებისა და შეტაკებების თავიდან აცილებას შეეცდებოდა, შეიარაღებულ სპეცრაზმს ხელში არ ჩაუგდებდა რიგით ადამიანებს …

ნიკა მელია საწინააღმდეგოდ მოიქცა, ხალხის გულწრფელი პროტესტი და ხელისუფლების აგრესიულობა შეტაკების დაწყებისთვის გამოიყენა, იცოდა, რომ ისროდნენ, არაპროპორციული ძალით დაარბევდნენ ადამიანებს და მაინც მოუწოდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ. ამას პროვოკაცია ჰქვია !!! ხელისუფლების უგუნურობასა და ოპოზიციის პროვოკაციას, რაც მოჰყვა კი იცით!

მისი პროვოკაციები გრძელდება! ჯერ გადაიხადა გირაო, სამაჯურიც გაიკეთა… მერე გადააგდო სამაჯური და უარს ამბობს ახალი საურავის გადახდაზე. ხან ისე აკეთებს, ხან ასე… მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რამხელა რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს მის პროვოკაციებს, როცა აწყობს მაშინ იცავს კანონს, როცა არ აწყობს მაშინ არღვევს… პარტიის თავმჯდომარეობის გამო თავს უფლებას აძლევს დადგეს რიგით მოქალაქეებზე მაღლა!

მთავრობას კიდევ ჩვენნაირების დასჯა შეუძლია, თორემ მელიას მსგავს პროვოკატორებთან არის უმწეო ლეკვივით ( “ცუციკი” ლეკვს არ ნიშნავს?)”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved