• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
00:26 02-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, განცხადებას ავრცელებს:

⬛დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

⬛მოცემული ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ბავშვთა დაცვის სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით იკვეთება, არასრულწლოვანთან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყება,მიუხედავად ამისა, ვერცერთმა მათგანმა შეძლო სათანადოდ ბავშვის დაცვა შესაძლო რისკებისგან. არასრულწლოვანმა ვერ მიიღო ადეკვატური და სათანადო მხარდაჭერის სერვისები, რამაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა იგი.

⬛ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში არ ხდება „სოციალური მუშობის შესახებ“ კანონის დროულად და ეფექტიანად აღსრულება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სოციალური დაცვს სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლის სოციალური მუშაკის ინსტიტუტს და დაიცავდა არასრულწლოვნებს ძალადობისა თუ სხვა რისკებისგან. კერძოდ,

• ამ დრომდე არ არსებობს გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალურ მუშაკს არ გააჩნია კრიზისულ სიტუაციაში სამოქმედო გაიდლაინი და არ ჰყავს სატრანსპორტო საშუალება გადასაადგილებლად.

• ამ დრომდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებულია 50-ით ნაკლები სოციალური მუშაკი, მიუხედავად კანონის მითითებისა, რაც იწვევს ერთ სოციალურ მუშაკზე საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობას, რაც საშუალოდ გულისხმობს თვეში 100-დან 200 შემთხვევაზე მუშაობას.

⬛სისტემაში არსებობს ფსიქოლოგის კადრის კრიტიკული დეფიციტი. ბენეფიციარებს ხშირად რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე უწევთ მომსახურების მიღების ლოდინი.

⬛მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სექსუალურ ძალადობებზე დროული და ადეკვატური რეაგირება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლენი ხვდებიან არადაპტირებულ გარემოში სათანადო ფსიქო-სოციალური მომსახურებების გარეშე.

⬛აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უწყებების მხრიდან არ ხდება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განსახორციელებლად კოორდინირებული მუშაობა.

⬛არსებულ ეკონომიკურ და პატრიარქალურ სისტემაში განსაკუთრებით საყურადღებოა ქალთა და გოგონათა დაცვა ძალადობისგან და მათი მხარდაჭერა. გენდერული ნიშნით სპეციფიკას უნდა ითვალისწინებდეს არასრულწლოვანთან მომუშავე ყველა რგოლი.

⬛ მოვუწოდებთ მედიას მოცემული საკითხის გაშუქებისას იხელმძღვანელონ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების შესაბამისად.

თეგები: სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved