• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის დაუსხამს წყალს გიგი უგულავა? – “ამ საქმეში ვხედავ ჩემ თავს”

ალია ავტორი - ალია
20:39 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე ის აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს.

„არ ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერლურ მდივნად. აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად.

აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება მაქვს. ჩემს თავს ვხედავ სწორედ საერთო ოპოზიციურ პლატფორმაში, ამ ყველაფრის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, წყლის დასხმაში, მის კულტივაციაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში, რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში. ამიტომ ეს არის ის საქმე, რასაც მე ნოემბრიდან მოყოლებული ჩემი დროის 80 პროცენტს ვუთმობ. ამიტომ ვფიქრობ, სხვა პარტიების კოლეგების მხარდაჭერით, ამ საქმეს ჩვენ ერთად შევძლებთ.

მერაბ კოსტავას სიტყვების ციტირებას გავაკეთებ: „საზოგადოებას აინტერესებს, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, მე სად ვიქნები ამ ეროვნულ მოძრაობაში“.

არ მგონია, დღეს პრიორიტეტული იყოს რომელიმე პარტიის თემა, დღეს პრიორიტეტულია იქნება თუ არა ოპოზიციის ერთობა, რა გეგმას დადებს ეს ერთობა, რა პოზიციები ექნება თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბოიკოტი…

სამივეს [დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას] გაწევა მმართველობიდან ნიშნავს სამივეს გაწევას, მაგრამ ყველა თანასწორია და ვიღაცა უფრო თანასწორი ვერ იქნება.

თუ სამიდან ერთს განსხვავებული გადაწყვეტილება ექნება, ეს მიმაჩნია, რომ პარტიისთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ პარტიას განახლება სჭირდება და არა ერთის ორით ჩანაცვლება ან გადანაცვლება და გადმონაცვლება. რა თქმა უნდა, გიგაზე ვლაპარაკობ, მას განსხვავებული აზრი აქვს, ის თავის პოზიციას გეტყვით…”

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” დატოვეს ასევე დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თეგები: გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved