• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ვცხოვრობთ ბატონების საქართველოში, სადაც შეიძლება მოვიდეს ბატონების გამოგზავნილი მსახური და მონებად წაიყვანოს ბავშვები – დიმიტრი შაშკინი

ალია ავტორი - ალია
02:06 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

„ალიასთან“ განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი საუბრობს.

– ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ჩხოროწყუში, სადაც სკოლის მოსწავლეები წაიყვანეს მერიის ტუალეტის სახეხად, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი გაგრძელება მოჰყვა – განათლების სამინისტროს სიჩუმის ფონზე, სკოლის დირექტორი იბარებს მშობლებს და სკოლიდან გამოსული მშობლები „ჩვენებას“ ცვლიან, და ეს მაშინ, როცა მერიის თანამშრომელმა უკვე ღიად აღიარა. და ამაზე ცუდი თითქოს რა უნდა იყოს და კიდევ ამაზე ცუდი მოხდა – მერიის თანამშრომელი იქეთ დებს ბავშვს ბრალს და პირდაპირ ეთერში აცხადებს არასრუწლოვანის გვარს, ვისაც ვიდეოს გადაღებას „აბრალებს“ – განათლების სამინისტრო კი ისევ დუმს – კანონი შეიცვალა და აღარ არის დანაშაული არასრულწლოვნების პირადი მონაცემის გამჟღავნება, ან მშობლის დაუკითხავად შვილის წაყვანა სადღაც, თუნდაც კარგ საქმეზე?

– თქვენ შეეხეთ ძალიან რთულ პრობლემას, პრობლემას, რომელიც იყო ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა – სამწუხაროდ, ხშირად მშობელი შვილს თვლის, როგორც ამ კონკრეტული სკოლის მძევალს! მე ჩვეულებრივ ადამიანებზე არც ვბრაზდები და არც ვაფასებ მათ ქმედებას, ესენი სამწუხაროდ, ხედავენ ამ პირობებში, რომ მათი შვილები არიან მძევლები ამ კონკრეტული სკოლის. ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ. თქვენ ზუსტად თქვით, განათლების სამინისტროს და სამართალდამცველების სიჩუმის ფონზე, მშობელი ფიქრობს, მე ვიტყვი სიმართლეს, მაგრამ მერე ჩემ შვილს დასჯიან, ცუდ ნიშნებს დაუწერენ, არ გაახარებენ – ეს მართლაც სამწუხარო რეალობაა. განათლების სისტემა ყველაზე დიდი სისტემაა. მე ძალიან ხშირად მაკრიტიკებენ მანდატურების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მერე დატოვეს ეს მანდატურები და ახლაც არიან. პრინციპული საკითხი იყო, სკოლის დირექტორი, ან მასწავლებელი, რომელიც ბავშვს სცემს – არ უნდა იყოს სკოლაში. როდესაც მანდატურის სამსახური ჩამოყალიბდა – ჩემთვის ამ რეფორმის წარმატების ნიშანი იყო ის, რომ კერძო სკოლებიდან 20 000 ბავშვი გადავიდა საჯარო სკოლაში (მაშინ კერძო სკოლაში სწავლობდა 60 000 ბავშვი), 20 000 ბავშვის მშობლებმა თქვეს, რომ უკვე სახელმწიფო სკოლებში იყო უსაფრთხო გარემო. გამოაცხადოს სტატისტიკა განათლების სამინისტრომ, ბავშვებს შორის ძალადობის თითო ფაქტზე მოდიოდა 3-4 ფაქტი ძალადობისა დიდისგან ბავშვებზე! თმებზე მოქაჩვა, ცემა, ბავშვების დამცირება. ახლა ისევ მოეშვა და თავიდან დაიწყო ეს პრობლემა. ჩემი მინისტრობის პერიოდში, ვინმე ჩინოვნიკი გაბედავდა წაიყვანდა ბავშვებს ტუალეტების გასარეცხად? ყველა იქნებოდა პასუხისგებაში მიცემული და თუ ეს იქნებოდა ჩემი ბრალი, თუ ჩემი მინისტრობის პერიოდში მოსულა, რომ უცხო ადამიანი შევიდოდა სკოლაში და წაეყვანა ასე მონურ სამუშაოდ ბავშვები, დავტოვებდი სამსახურს. მკაფიო ჯაჭვია ადამიანების, რომლებიც არიან ამ სიტუაციაზე პასუხისმეგებელნი – ეს არის სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, რესურსცენტრის ხელმღვანელი და თანამშრომლები, უშუალოდ თავად მერი – ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში მოვიდეს ვიღაც ადამიანი, მოკიდოს ბავშვებს ხელი და სადღაც წაიყვანოს? თუნდაც კინოს საყურებლად ან სასეირნოდ – გავანებოთ იმას თავი, რომ ჩინოვნიკების ტუალეტები ახეხინეს. ვიღაც ექსპერტები გამოხტნენ, რა გინდათ, ბავშვებს შრომას აჩვენენო – რა კავშირი აქვს ამას შრომასთან? თავისი შვილები გაუშვან ჩინოვნიკების ტუალეტების დასარეცხად.

– იმ შრომას აქვს თავისი უსფართხოების წესი, წყალში ბოტების გარეშე, სპეც. ტანსაცმლის გარეშე, ხელთათმანების გარეშე? ვინმემ იკითხა, რომელიმე ბავშვს ხომ არ აქვს ალერგია რომელიმე სარეცხ საშუალებაზე?

– მსოფლიოში ბავშვს არსად გაარეცხინებენ ტუალეტს, ეს ნონსესია. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს პროფესია, რომელიც ბავშვმა არ შეიძლება შეასრულოს ნებაყოფლობითაც კი…

– კი, ისევე როგორც არ წაიყვანენ დამნაშავის დასაჭერად, ხანძრის ჩასაქრობად…

– ლიანდაგების დასაგებად… დამლაგებელმა იცის, როგორ დაიცვას თავი მუშაობისას, როგორ გამოიყენოს ესა, თუ ხსნარი…  ეს არის დიდი მაგალითი იმისა, რა ხდება ქვეყანაში – ნახეთ, ბავშვები წაიყვანეს ბატონების ტუალეტების გასარეცხად. ჩვენ ვცხოვრობთ ბატონების საქართველოში, სადაც შეიძლება მოვიდეს ბატონების გამოგზავნილი მსახური, მონებად წაიყვანოს ბავშვები, არეცხინოს ამ ბატონების ტუალეტები, მერე დააშინონ მშობლები და შეეშინდებათ, რადგან ფიქრობენ, რომ მძევლები არიან მათი შვილები, ატესტასს არ მისცემენ, ნიშანს არ დაუწერენ – არ სჭირდება ამას დიდი ფილოსოფია, რით და როგორ დაემუქრებოდენ…

თამო კეშელავა, ალია

თეგები: დიმიტრი შაშკინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved