• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსამართლემ ეფექტურად ამიკრძალა „მთავარის“ დირექტორობა, მაგას პატიმრობა მირჩევნია”

ალია ავტორი - ალია
19:55 02-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„მთავარი“ არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხada:

„მოსამართლემ ახსნა თვითონ ჩემთვის უცნაურად, მან თქვა, რომ მისთვის ეს პროცესი პრიორიტეტულია. არ ვიცი რას ნიშნავს, როგორც ჩანს მის ენაზე პრიორიტეტულობა, მიკერძოებულობას ნიშნავს, იმიტომ რომ არავითარი წინაპირობები, რომელიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია თუ მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმეებიანი, არაფერი ბევრი აქ როგორც შესასწავლი მასალის თვალსაზრისით არ არის, ასევე არც ბევრი მოწმე არ არის, აქ არ არის 1000 მოწმე, 60 მოწმეა დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა, ნიშნავს მარტივ რამეს, ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტიურად თავის ჭკუით, ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დასვა, ვიცოდე და მზად ვიყო, იმიტომ, რომ მოწმეების დაკითხვაა და შესაბამისად მე მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა სამსახურში არ უნდა ვიარო.

ეს გამორიცხულია, არჩევანს ტელეკომპანია „მთავარს“ და ამ სამარცხვინო ავღიას თავლას შორის ვაკეთებ ტელეკომპანია „მთავარის“ სასარგებლოდ.

მე შემიძლია, როგორც ვუთხარი კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არა მაქვს, ჩემი დასვენების დღე შაბათს რაც მაქვს შემიძლია სხვა დღეს  გადავიტანო. მე არ მოვალ ამ პროცესბზე, ჩემს გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. არ ვაპირებ სასწრაფო გამოვიძახო, ცნობა მოვიტანო, „ავადა ვარ“ მიშველეთ ვიყვირო, გამორიცხულია.

ეს არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ პროცესის ბოლოს ეს აბსოლუტურად ცხადი გახდა. ეს მომართლე არის ამ ავღია თავლას ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან კომუნიკაციას აკადემიურ ფარგლებში არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved