• რეკლამა
  • კონტაქტი
06:06, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ალექსანდრე პაიკიძე დააკავეს და დაკავების ინფორმაციის გავრცელებიდან 5 წუთში – გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
22:20 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

ამ წუთებში მწერალი, აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე პაიკიძე დააკავეს. იგი ვიდეოს დასაწყისში ზუსტად იმაზე საუბრობდა, რომ ვერ და არ დააჯარიმებენ 3 000 ადამიანს, მაგრამ თავისუფლად დააჯარიმებენ 1 ადამიანს!

სწორედ ასეც მოხდა ვიდეოს ბოლოს!

ოღონდ, ალექსანდრე პაიკიძე სულაც დააკავეს! ის ითხოვდა პასუხს, კანონის რა მუხლის შესაბამისად ხდებოდა მისი დაჯარიმება, შესაბამისად, რაკი მისი დაჯარიმება ვერ მოხდა, იგი უბრალოდ დააკავეს და გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის შენობაში, როგორც მას ვიდეოში უთხრეს.

“აბა, ომი იყოს, ვინ იქნებოდა სახლში და ვინ იქნებოდა ქუჩაში ვნახავდი” – ამბობს ალექსანდრე პაიკიძე ვიდეოს დასაწყისში.

შეგახსენებთ, ალექსანდრე 4 შვილის მამაა და იგი შეზუდვების გამო, უკვე ერთი წელია უმუშევარია.

ჩასწორება – ალექსანდრე პაიკიძე ვიდეოს განთავსებიდან რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს, უთხრეს, რომ მისი იდენტიფიცირება მოხდა და ამიტომ, მხოლოდ აჯარიმებენ. არადა, ვიდეოში ნახავთ, როგორ უხსნიან, რომ უნდა გათიშოს ტელეფონი, რადგან უნდა გადაიყვანონ განყოფილებაში და იქვე ეუბნებიან, რა მისამართზე უპირებენ გადაყვანას!

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ არც ერთი აქცია არ შეუჩერებით და არავინ წაუყვანით ქუჩიდან, მაშინ როცა ხალხი იყო გამოსული, თუმცა, დაუმორჩილებლობის აქციის პარალელურად, ქუჩებში სათითაოდ მოსიარულე ადამიანებს აჯარიმებდნენ.

“არ უნდა გვითხრათ, რომ ადვოკატი ხართ?” – რატომ არ/ვერ აჯარიმებს პატრული ადვოკატებს?

“ალიას” მკითხველმა კარგად იცის, რომ არ და ვერ დააჯარიმეს ადვოკატი, იურისტი გურამ კონტუაძე, რომელმაც ასევე მოითხოვა ეთქვათ, კანონის რომელი მუხლის მიხედვით აჯარიმებენ და როგორც ის ჰყვება, რა წამსაც გაიგეს, რომ იურისტია – უბრალოდ გაუშვეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ იურიტების უმრავლესობა დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია!

თეგები: ალექსანდრე პაიკიძეშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved