• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “გაავრცელეთ, შაბათს არის დაუმორჩილებლობა – ბრძოლა ბოლომდე, რომ გადავრჩეთ” – ალექსანდრე პაიკიძე

ალია ავტორი - ალია
13:36 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“ეს მცირე ლუკმა, რომელიც გადმოაგდო ხელისუფლებამ, არავის აკმაყოფილებს. მოთხოვნები იდგა სხვაგვარად და ნუ მოვტყუვდებით. არ გაუქმებულა კომენდანტის საათი, რითიც უნდა დაეწყოთ. მეორე – ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ისევ მაინც შაბათ-კვირას არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. უნდა იმუშაოს შაბათ-კვირასაც და ასეც იქნება. იმის ნაცვლად, რომ გახსნას სრულად ბიზნესი და ხალხს მისცეს გამომუშავების საშუალება, საუბრობს 80 პროცენტის სუბსიდირებაზე რესტორნებისთვის, თუ ასე შემდეგ – საიდან მოაქვს პრემიერს ეს ფული? თავისი ფულით ასუბსიდირებს, თუ ვალს ვიღებთ? თან ემუქრება თუ ისე არ მოიქცევით, როგორც ჩვენ გვინდა, არ მოხვდებით პროგრამაშიო.

ეს იყო პატარა გადმოგდებული ლუკმა. სახელმწიფოს ფიზიკურად არ გააჩნია ეს ფული. 13 260 000 000 ვალი ავიღეთ არასრულ ერთ წელიწადში – ამ ქვეყნის პრემიერი კი იძახის, რომ დაასუბსიდირებს რაღაცას და არ ხსნის არაფერს.

არაფერი არ დამთავრებულა, არ გვაქვს აჟიოტაჟის და გულუბრყვილ აღტკინების დრო – პირიქით, ყველაფერი ახლა დაიწყო და ბოლომდე მოვითხოვოთ ის რაც გვეკუთვნის კონსტიტუციურად. უნდა აღდგეს სრულად ბიზნესი, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში და გაუქმდეს კომენდანტის საათი. ვინც შაბათ-კვირას მუშაობს იმათზე იფიქრეს? თუ მაგათ ჰგონიათ რომ შაბათ-კვირას ვიქენდებზე დავრბივართ? რა ლოიგიკას ემსახურება? ისე არის მუქარის და შანტაჟის რეჟიმი.

არ გენდობით არავინ, შაბათს არის დაუმორჩილებლობა, შაბათს არის აქცია, უნდა ვაჩვენოთ რომ ხალხი არის ძალა და არა რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება,.

კომენდანტი საერთოდ რომ არ უხსენებიათ, ეს არის ძირითადი მოთხოვნა! ლოგიკურ ჯაჭვში არ აქვთ არც ერთი განცხადება.

შაბათს იქნება პროტესტის ის ფორმა, რომელსაც ქვია დაუმორჩილებლობა და უნდა დავანახოთ, რომ დემოკრატია არის ხალხის მმართველობა და არა გახარიასი, თურნავასი, გამყრელიძეს და იმნაძის.

ძალიან გთხოვთ, გავრცელების ფორმა მივცეთ ამას, თორემ ხალხი მწერს და ჰგონიათ რაღაცას მივაღწიეთ. რაც მთავარია, ბერკეტი მათ ხელშია და კაციშვილი ვერ გააკონტროლებს როგორ დათვლიან და არ გვექნება ამის გაკონტროლების საშუალება.

ბრძოლა ბოლომდეა საჭირო, რომ ვიცოცხლოთ, გადავრჩეთ.”

თეგები: ალექსანდრე პაიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved