• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვედრისას?

ალია ავტორი - ალია
16:41 02-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი, ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა.

“ალია” შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა  საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ფაიგ გულიევი 2020 წლის 17 აგვისტოს დანიშნა! არჩილ თალაკვაძეც კი, ელჩს ჯერ კიდევ დეკემბერშივე შეხვდა! დღეს 3 თებერვალია და თავდაცვის მინისტრი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო დავით გარეჯის საქმის გამოძიება, მხოლოდ დღეს შეხვდა მეზობელი ქვეყნის ელჩს და ალბათ, გგონიათ, დავით გარეჯზეც ისაუბრეს? – არა.

საერთოდ საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე ესაუბრება აზერბაიჯანს დავით გარეჯის მნიშვნელობაზე მაინც? – არ ვიცით, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

მეტიც, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს საპატრიარქოსაც კი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და პირდაპირ მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან, გავგაგებინონ, დაიწყო თუ არა მოლაპარაკება, ამ ახალი გარემოების საფუძველზე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, დუმილის იმ უფლებას ინარჩუნებს, რომელიც უფლებაც მას არ აქვს.

თეგები: თავდაცვის სამინისტროირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved