• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ საქმეში ყველაზე მთავარი დამნაშავე აქეთ იქით დასეირნობს – დღემდე არავინ იცის, უშუალოდ ვინ არის სანდროს მკვლელი – გურამ გირგვლიანი

ალია ავტორი - ალია
18:36 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378


15 წელიწადი გავიდა 28 წლის სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობიდან. სანდროს ცხედარი 2006 წლის 28 იანვარს იპოვეს ოქროყანაში უამრავი დაზიანებით  და მას მერე ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

სანდროს მამა, გურამ გირგვლიანი “კვირის პალიტრასთან” ამბობს, რომ სამართალი ამდენი წლის განმავლობაში არ აღსრულდა.


გურამ გირგვლიანი:


– 15 წელი გავიდა სანდროს სადისტური მკვლელობიდან, მაგრამ ამ დრომდე, სამწუხაროდ, სამართალი არ აღდგა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილის დაჭერით რამე გაკეთდა, ეს არ არის სწორი. ისინი იმდენ სიბინძურეში იყვნენ გარეულები და იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ გინდა სანდროს სახელი დაარქვი და გინდა – სხვა რამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. დანარჩენი დამნაშავეები უცხოეთში არიან გაქცეულები და დღემდე არავინ იცის, უშუალოდ ვინ არის სანდროს მკვლელი.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმე რომ განახლდა, გამიჩნდა იმედი, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა, მაგრამ დღემდე არც ამ ხელისუფლებას გამოუძიებია ეს საქმე ბოლომდე და არ დაუსჯია დამნაშავეები. უკვე მივხვდი ერთ რამეს: ხელისუფლებას, გინდა ძველი იყოს, გინდა – ახალი, ეტყობა, თავისი წესები აქვს, ერთმანეთზე გადაბმულები არიან და ერთმანეთის დაცვაზე არიან გადასულები, რადგან კაცმა არ იცის, მერე ვინ მოვა ხელისუფლებაში და ამათაც არ მოუწიოთ პასუხისგება.


სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ დიდი მოლოდინი მქონდა, რომ უფრო გააქტიურდებოდა ხელისუფლება და ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს, მაგრამ ასე არ მოხდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ოჯახთან ერთად იდგა ეს წლები, მართლა ყველაზე დიდი შედეგი სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო, სადაც პირდაპირ წერია ხელისუფლების დანაშაულზე. შემსრულებლების დასჯა არაფერს ნიშნავს, თან მათაც ჯერ სასჯელი შეუმცირეს, ცოტა ხანში – გამოუშვეს და დამნაშავეები უცხოეთში დასეირნობენ. ყველას დატოვებული აქვს საქართველო, მარტო ორი კაცია თბილისში, ისინიც იმიტომ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლეს.

დათა ახალაია დაუსჯელია, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, რომელიც ამ საქმეში ყველაზე მთავარი დამნაშავეა, აქეთ იქით დასეირნობს და – ვითომც არაფერი. არადა, ყველამ მას დაადო ხელი და ყველამ იცის, რომ ეს მკვლელობა დაკვეთით მოხდა. სალაღაიას დანაშაულს დამტკიცებაც არ სჭირდება, მან უთხრა დათა ახალაიას, ახალაიამ – მელნიკოვს და მერე იცით, რაც მოხდა.

ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი და ისიც არ ვიცით, უშუალოდ რომელმა მოკლა სანდრო. რა სამართლიანობაზე უნდა ვილაპარაკო მას მერე, რაც ლევან მურუსიძე, დასჯის ნაცვლად, ისევ მუშაობს და 2015 წელს პრეზიდენტმა დააჯილდოვა კიდეც. ხელისუფლებას მაშინ ვუთხარი, თუ მურუსიძეს ისევ აირჩევთ, სამართალი არ ყოფილა ამ ქვეყანაში-მეთქი, ის კი ისევ აგრძელებს საქმიანობას. ამ ვითარებაში აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს ბრძოლას. არადა, მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საერთოდ შეცვალა ქვეყნის ისტორია, და ხედავდით ირინას, როგორ იბრძოდა ბოლომდე და როგორ ებრძოდა იმ რეჟიმს. ამაზე არ შევჩერდები, რადგან ყველამ იცის, რაც იყო და როგორც იყო.


ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველასთან ვიყავი შეხვედრაზე და მპირდებოდნენ, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებდნენ. გამომძიებელმა ყველაფერი გააკეთა თავიდან, მაგრამ საქმე რაღაც ეტაპამდე მიდიოდა და მერე ჩერდებოდა. ეს ხდებოდა 2012 და 2013 წლებში. 2015 წლის მერე უკვე საერთოდ გაჩერდა ეს საქმე.

მე შემიძლია გამოვიდე და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პროტესტი და განვაცხადო ყველაფერი, ამას მოყვება, ალბათ, პატარა რეაქცია, მაგრამ მერე ისევ ისე დაწყნარდება ყველაფერი და რა აზრი აქვს ასეთ პროტესტს. მეც უნდა ვინერვიულო და უნდა ვუშალო ნერვები იმ ადამიანებს, ვინც ჩემ გვერდით იბრძოდა.

საქართველოში ყველა ერთმანეთის მეგობარი და ნათესავია. ძალიან კარგად იციან, რა და როგორ იყო, მაგრამ გამოიძებნა ამ ხელისუფლებაში საახლობლო წრე. დღეს რთული არ არის ამის გამოძებნა და ყველას თავისი დამცველი ჰყავს. ეს ხდება ჩვეულებრივ – მე მოვალ და შენ უნდა დამეხმარო, და ასე, ხელის დაფარებით მიდის ეს ქვეყანა. მე არ ჩამომიყრია ყური, სულ იმას ვიძახი, სამართალი მაინც აღდგება. რაც გააკეთა ჩემმა მეუღლემ, იმაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა? ჩემს ოჯახზე ტრაბახს არ დავიწყებ, მაშინ იმ ბრძოლაში ბევრი ადამიანი გვედგა გვერდში, მართლა კარგი ადამიანები, და აეხადა ფარდა ყველაფერს და დადგინდა, რეალურად რაც მოხდა. ფინალი იყო სტრასბურგის სასამართლო და გადაწყვეტილება, სადაც ყველაფერი ცალსახად წერია. სასაცილო იყო იუსტიციის წარმომადგენელი ბურჯალიანი, რომელიც საქართველოს მხრიდან ჩვენ წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი. განაცხადა, წაგებული აქვთ ეს საქმეო, ურცხვად აცხადებდა ამას, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ 2011 წელს ჩვენ მოვიგეთ ევროპულ სასამართლოში. არ იყო ადვილი, მოგეგო იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვედგა ამ ბრძოლაში. ასეა ეს ცხოვრება და რა ვქნა.

კვირის პალიტრა

თეგები: სანდრო გირგვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved